
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
საქართველოს საპატრიარქო ქალაქ თბილისში, ერეკლე მეორის მოედნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი განთავსებულია ყოფილ ეგზარქოსის რეზიდენციაში. ამ ადგილას მეფე როსტომის სასახლე იდგა. დღევანდელი ნაგებობის მშენებლობა 1809 წელს დაიწყო სასახლის ნანგრევებზე, მეფის რუსეთის წარმომადგენლის, საქართველოს მთავარმმართებლისთვის. მომდევნო პერიოდში აქ მართლმადიდებლური რუსული საეკლესიის მმართველობა - ეგზარქოსი და მისი სამსახურები განთავსდა. ნაგებობას არაერთხელ ჩაუტარდა საფუძვლლიანი რეკონსტრუქცია, თუმცა ფასადებზე ჯერ კიდევ შეიმჩნევა კლასიცისტური მოტივები. XX საუკუნის 80-იან წლებამდე აქ სამოქალაქო მილიციის სამმართველო იყო, შემდეგ საქართველოს ხელოვნების ინსტიტუტი. 1990 წელს კი კომპლექსი კათალიკოს-პატრიარქს გადაეცა რეზიდენციისა და საეკლესიო სამსახურების განსათავსებლად. საქართველოს საპატრიარქო დაწესებულებათა ერთობლიობაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფარგლებში, რომლებიც თავისი განყოფილებებითა და სამსახურებით ეხმარებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში. იგი კოორდინაციას უწევს ეპარქიებში მოქმედ მსგავს დაწესებულებებს. საპატრიარქოს აქვს თავისი გამომცემლობა, რადიო და ტელემაუწყებლობა.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა