
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ეძებ დაუვიწყარ თავგადასავალს? გინდა მოინახულო ლეგენდებით სავსე მხარე? საქართველოს უმაღლესი მწვერვალი, ულამაზესი ბუნება, ხელუხლებელი ტყეები და მთები? მაშინ ეს ტური შენთვისაა!
კომპანია "GTG TOUR" გთავაზობთ დაუვიწყარ სამ დღიან ტურს სვანეთში. დაჯავშნე ახლავე და მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის!
სამდღიანი სვანეთის ტური იწყება თბილისში. სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მთიანი რეგიონია. სვანი ხალხი დღემდე იცავს ტრადიციებს, უფრთხილდება ბუნებას და სწორედ ამით იზიდავს უამრავ ვიზიტორს, როგორც ქართველს ასევე უცხოელს.
ტურის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ სვანეთის ულამაზე ბუნებას, სვანურ კოშკებს, მესტიას, ულამაზეს ჰაწვალს, ყველაზე ცნობილ ქართულ სოფელს - უშგულს და სხვა მრავალ ზღაპრულ და თვალწარმტაც ადგილს. ეწვევით შხარას მყინვარს და იხილავთ ენგურის სათავეს. კლდის ვეფხვზე - მიხეილ ხერგიანზე უამრავ საინტერესო ამბავს გაიგებთ და რათქმაუნდა , მის სახლ-მუზეუმსაც ეწვევით.
უგემრიელესი სვანური ტრადიციული საკვების- კუბდარის დაგემოვნებას კი ინდივიდუალურად, მესტიის ულამაზეს კაფეებში შეძლებთ.
ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ჩვენ ვიზრუნებთ გამართული მიკროავტობუსით, თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ გზაში არ ვსვამთ და ტურის შეკრების ადგილზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.
ჩაიცვით სპორტული/მოსახერხებელი სამოსი. სასურველია, იქონიოთ საწვიმარი. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული და დაბალი ფეხსაცმელი, რათა სვანეთის მთებში გადაადგილება არ გაგიჭირდეთ..
ტური არის მარტივი სირთულის და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. .ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 7 კმ.
40 ლარი - უშგულის ჯიპტური
ჯიპ-ტური შხარაზე-20ლარი
16 ლარი- ჰაწვალის საბაგირო
15 ლარი- მუზეუმები
ტურის განმავლობაში ვიმგზავრებთ კომფორტული, გამართული მიკროავტობუსით.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა