
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ვისაც ერთნაირად გიყვართ მთა და ზღვა, აჭარის ულამაზეს მთებში მოგზაურობა და მის საოცარ ჩანჩქერებში გაგრილება, დაუვიწყარი მოგონებები, ულამაზესი ხედები, კარგი ფოტოები და კარგი გართობა, მაშინ ეს ტური თქვენთვისაა! შემოგვიერთდით და გაიზიარეთ პოზიტივი ჩვენთან ერთად!
მოგზაურთა კლუბი მგზავრი გთავაზობთ სამ დღიან ტურს აჭარაში, სადაც მოვინახულებთ მთისა და ზღვის აჭარას!
ტურის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ უამრავ ლამაზ ადგილს. ნახავთ ხელშეუხებელ ბუნებას, საოცარ კურორტ ბეშუმს. მისტიურ მტირალას პარკში გაისეირნებთ და ზღვაშიც იცურავებთ. თქვენს პოზიტიურ ემოციებსა და ულამაზეს ფოტოებზე ჩვენ ვიზრუნებთ. წამოგვყევი და აევსე ულამაზესი თავგადასავლებითა და ბედნიერი მოგონებებით.
ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ჩვენ ვიზრუნებთ გამართული მიკროავტობუსით, თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ გზაში არ ვსვავთ და ტურის შეკრების ადგილზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.
ჩაიცვით სპორტული/მოხერხებული სამოსი. ასევე აუცილებლად დაგჭირდებათ თბილი ტანსაცმელი, რადგან კურორტი ბეშუმი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალზეა და ღამე ცივა. ასევე სასურელია თან იქონიოთ საწვიმარი, რადგანაც მთებში შესაძლოა მოულოდნელად წამოწინწკლოს. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი.
ტური არის მარტივი სირთულის, და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. . ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 12 კმ. (750 მეტრი საშუალო სირთულის აღმართი)
ტურის განმავლობაში ვიმგზავრებთ კომფორტული მიკროავტობუსით.
ღამისთევა იქნება კარვებში, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კოტეჯებში განთავსება, რომლის თირებულება კაცზე 20 ლარია
თბილისში ვიკრიბებით 06:30, ველოდებით მონაწილეების შეკრებას და 07:00 მივემგზავრებით ზემო აჭარის მიმართულებით. გზად მოვინახულებთ ზარზმის მონასტერს, კურორტ გოდერძის, მწვანე ტბასა და კურორტ ბეშუმს.
ღამისთევა გვექნება ბეშუმში
მეორე დღეს გავემართებით სხალთის მონასტრის მოსანახულებლად. შემდეგი ჩვენი სანახავი ღირსშესანიშნაობა კი , ხიხანის ციხეა. აუცილებლად ვეწვევით ულამაზეს მახუნცეთის ჩანჩქერს და შემდეგ გავემგზავრებით ქობულეთის მიმართულებით.
ღამისთევა ქობულეთში
დილით გვექნება თავისუფალი დრო რათა ზღვაზე ვინებივროთ, ხოლო შუადღისით გავემგზავრებით პეტრას ციხეზე, მტირალას ეროვნული პარკში, წაბლნარას ჩანჩქერსა და მტირალას ტბის სანახავად.
დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და ემოციებით, საღამოს გამოვემგზავრებით თბილისისის მიმართულებით.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა