დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Company - 940 x 788 – 3
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
for-contributors
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
for-guides
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად

სამ დღიანი ტური ზემო აჭარაშის შესახებ

ვისაც ერთნაირად გიყვართ მთა და ზღვა, აჭარის ულამაზეს მთებში მოგზაურობა და მის საოცარ ჩანჩქერებში გაგრილება, დაუვიწყარი მოგონებები, ულამაზესი ხედები, კარგი ფოტოები და კარგი გართობა, მაშინ ეს ტური თქვენთვისაა! შემოგვიერთდით და გაიზიარეთ პოზიტივი ჩვენთან ერთად!


მოგზაურთა კლუბი მგზავრი გთავაზობთ სამ დღიან ტურს აჭარაში, სადაც მოვინახულებთ მთისა და ზღვის აჭარას!

ტურის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ უამრავ ლამაზ ადგილს. ნახავთ ხელშეუხებელ ბუნებას, საოცარ კურორტ ბეშუმს. მისტიურ მტირალას პარკში გაისეირნებთ და ზღვაშიც იცურავებთ. თქვენს პოზიტიურ ემოციებსა და ულამაზეს ფოტოებზე ჩვენ ვიზრუნებთ. წამოგვყევი და აევსე ულამაზესი თავგადასავლებითა და ბედნიერი მოგონებებით.


უსაფრთხოება

ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ჩვენ ვიზრუნებთ გამართული მიკროავტობუსით, თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ გზაში არ ვსვავთ და ტურის შეკრების ადგილზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.


რა უნდა გავითვალისწინოთ

ჩაიცვით სპორტული/მოხერხებული სამოსი. ასევე აუცილებლად დაგჭირდებათ თბილი ტანსაცმელი, რადგან კურორტი ბეშუმი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალზეა და ღამე ცივა. ასევე სასურელია თან იქონიოთ საწვიმარი, რადგანაც მთებში შესაძლოა მოულოდნელად წამოწინწკლოს. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი.


სირთულე

ტური არის მარტივი სირთულის, და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. . ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 12 კმ. (750 მეტრი საშუალო სირთულის აღმართი)


ტრანსპორტი

ტურის განმავლობაში ვიმგზავრებთ კომფორტული მიკროავტობუსით.


ღამისთევა:

ღამისთევა იქნება კარვებში, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კოტეჯებში განთავსება, რომლის თირებულება კაცზე 20 ლარია

გეგმა:

01

დღე 1

თბილისში ვიკრიბებით 06:30, ველოდებით მონაწილეების შეკრებას და 07:00 მივემგზავრებით ზემო აჭარის მიმართულებით. გზად მოვინახულებთ ზარზმის მონასტერს, კურორტ გოდერძის, მწვანე ტბასა და კურორტ ბეშუმს. ღამისთევა გვექნება ბეშუმში

02

დღე 2

მეორე დღეს გავემართებით სხალთის მონასტრის მოსანახულებლად. შემდეგი ჩვენი სანახავი ღირსშესანიშნაობა კი , ხიხანის ციხეა. აუცილებლად ვეწვევით ულამაზეს მახუნცეთის ჩანჩქერს და შემდეგ გავემგზავრებით ქობულეთის მიმართულებით. ღამისთევა ქობულეთში

03

დღე 3

დილით გვექნება თავისუფალი დრო რათა ზღვაზე ვინებივროთ, ხოლო შუადღისით გავემგზავრებით პეტრას ციხეზე, მტირალას ეროვნული პარკში, წაბლნარას ჩანჩქერსა და მტირალას ტბის სანახავად. დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და ემოციებით, საღამოს გამოვემგზავრებით თბილისისის მიმართულებით.

თეგები: #სათავგადასავლო ტურები #კომერციული ტური
შეთავაზება დასრულებულია
+995 591 00 03 70
zedgenidzedato@gmail.com
ხანგრძლივობა: 3 დღე
ჯამური მანძილი: 12 კმ
სირთულე: საშუალო
ტურის მონაწილე ვალდებულია:

არ მოწიოს ტრანსპორტში
არ დავაბინძუროთ გარემო
ვუჯერებთ ორგანიზატორს
დაუშვებელია ტურზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება
დაუშვებელია ტრანსპორტში ალკოჰოლური სასმელის მიღება
ტრანსპორტში უცილებელია გვეკეთოს პირბადე

გაუქმების პოლიტიკა

ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში ნებისმიერ დროს, მომსახურების დაწყებამდე. გაუქმების საკომისიო თარიღების მიხედვით იხილეთ ქვემოთ. ონლაინ გადახდის შემთხვევაში, თანხა დაგიბრუნდებათ 7 სამუშაო დღეში იმავე ბარათზე, რომლიდანაც შეასრულეთ გადახდა.

-2%
1 კვირით ადრე
2020-08-07 06:30 -მდე
1 კვირით ადრე ჯავშნის გაუქმების საკომისიო შეადგენს 2%-ს.
-20%
3 დღით ადრე
2020-08-07 06:30 -მდე
3 დღით ადრე ჯავშნის გაუქმების საკომისიო შეადგენს 20%-ს.
-50%
1 დღით ადრე
2020-08-11 06:30 -მდე
1 დღით ადრე ჯავშნის გაუქმების საკომისიო შეადგენს 50%-ს.
-100%
1 დღემდე
2020-08-13 06:30 -მდე
1 დღემდე ჯავშნის გაუქმების საკომისიო შეადგენს 100%-ს.

რუკა

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა

დასვი კითხვა

შეაფასე სამ დღიანი ტური ზემო აჭარაში

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

შეთავაზება დასრულებულია

დაჯავშნა

ჯგუფის წევრები
1
გადახდის მეთოდი
2
თანახმა ვარ მივიღო SMS შეტყობინებები Georgian Travel Guide -ისგან

სავალდებულოა მინიმუმ 1 ადგილის დაჯავშნა.

1
Visa Mastercad

თქვენს ნომერზე გამოგზავნილია SMS კოდი, გთხოვთ შეიყვანოთ

კოდის მისაღებად გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი ტელეფონი. ტელეფონის ნომრის შეყვანით თქვენ თანხმობას აცხადებთ Georgian Travel Guide -ისგან SMS ების მიღებაზე

SMS კოდი წარმატებით გამოიგზავნა

გმადლობთ! თქვენი ჯავშანი მიღებულია

ჯავშნის დეტალები გამოგზავნილია ელ. ფოსტაზე: . შეგიძლიათ იხილოთ ყველა ჯავშანი თქვენს პროფილში.

ჩემი ჯავშნები