
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
სამშვილდის სიონი მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამშვილდის ნაქალაქარის ტერიტორიაზე.
ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. ქართლის ცხოვრება გვამცნობს რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის დედამ საგდუხტმა "აღაშენა სიონი სამშუილდისა". ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებული არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შასაძლო გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა - 759-777 (ეს წლები საქართველოში არაბთა ბატონობის განსაკუთრებით სასტიკი ხანაა). IV-VII საუკუნეების ქართული არქიტექტუტასთან სამშვილდის სიონი დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულობის სიმკაცრით. ყველაზე მეტად სამშვილდის სიონი წრომის ტაძარს ენათესავება.
ტაძრის გეგმა აქაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. მის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია აფსიდებით საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო, გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობოდა, მაგრამ წრომისაგან განსხვავებით სამშვილდის სიონში გეგმა გართულებულია - სამხრეთით და ჩრდილოეთით ტაძარს გასდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ეგვტერები ჰქონდათ. სამშვილდის სიონი გარეგნულადაც ჰგავს წრომის ტაძარს. აქაც აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის ორივე მხარეს, თითო ნიშია, მაგრამ დამატებულია ნიშების კიდევ ერთი წყვილი. ტაძრის აღმოსავლეთით დგას შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, დასავლეთით სამნავიანი ბაზილიკა, ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა