
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სამშვილდის ნაქალაქარის ტერიტორიაზე
"შიდა ციხის" ეკლესია ცალნავიანი, დარბაზული ტიპის ნაგებობაა. გეგმით (6,4X4,5მ) წარმოადგენს წაგრძელებულ მართკუთხედს. მისი ჩრდილოეთი მხარე გართულებულია მოკლე მინაშენით. ნაგებობის კედლები შიგნიდან შებათქაშებულია. მათზე შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. მხატვრობა რეგისტრებად ყოფილა დაყოფილი. დასავლეთი კედლის თაღში შემორჩენილია ფრესკული წარწერა (დაზიანებული). იკითხება მამაკაცის ფიგურა და ეკლესიის მაკეტი. გარდა ამისა, მხატვრობა შემორჩენილია სარკმლის არეებში. შიდა სივრცე განათებულია სამი განიერი სარკმლით. ფასადებს გარედან ეტყობა შეკეთების კვალი. სამხრეთი კარის თავზე ყვითელი ქვის ფილაზე მოთავსებულია პარალელური სტრიქონების დაცვით შესრულებული ასომთავრული წარწერა, ქვის არე მთლიანად გაჭედილია წარწერით. კარის მარჯვნივ კიდევ წარწერაა. ფასადები დასრულებულია ორნამენტული ლავგარდნით. ზედ გამოსახულია წრეში ჩასმული ოთხკუთხედები.
კედლები აგებულია ბაზალტის ნატეხი ქვებით, შიგადაშიგ გამოყენებულია სიონის სუფთად გათლილი კვადრები. ეკლესია XII ს-ის I მეოთხედში, დავით აღმაშენებლის მეფობის (1089-1125 წწ.) დროსაა აშენებული ქ. სამშვილდის თურქ-სელჯუკთაგან განთავისუფლების შემდგომ (1110 წ.) - დავით აღმაშენებლის გარდაცვალებამდე (1125 წ.). ეკლესიის ინტერიერში XII ს-ის ფრესკული მხატვრობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტებია შემორჩენილი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა