
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
სამწევრისის წმინდა გიორგის ტაძარი მდებარეობს შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში, მდინარე ძამის მარცხენა ნაპირზე, მდინარეების, მტკვარისა და ძამის წყალგამყოფი სერის აღმოსავლეთ ბოლოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VII საუკუნის I მესამედით.
ეკლესია წარმოადგენს „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის შენობათა რიგს (9,6X8,8 მ; სიმაღლე 10,6 მ), ნაშენია მონაცისფრო-მოწითალო ქვიშაქვის კარგად გათლილი მოზრდილი კვადრებით. გეგმის ჯვრისებრი მოხაზულობა მკაფიოდაა გამოვლენილი ინტერიერში და გარე მასებშიც. ეკლესიის ინტერიერი წარმოადგენს ერთიან სივრცეს, ცენტრალურ გუმბათქვეშა კვადრატში ყოველი მკლავის წინ დამატებულია განიერი თაღი. რვაწახნაგა გუმბათის ყელში ორი სარკმელია — აღმოსავლეთით და დასავლეთით. ჯვრის მკლავები გადახურულია ცილინდრული კამარებით. გუმბათის სფეროში რელიეფური ჯვარია.
ძეგლი დააზიანა 1940 წლის 8 მაისის ძლიერმა მიწისძვრამ: დაინგრა გუმბათი, კამარები, სამხრეთისა და აღმოსავლეთის მკლავის კედლები. სარესტავრაციო სამუშაოებმა, რომლებიც ეკლესიას 1950-1953 წლებში სამეცნიერო-სარესტავრაციო ჯგუფმა ჩაუტარა (ხელმძღვანელი ლ. ხიმშიაშვილი), ძეგლს დაუბრუნა თავისი პირვანდელი სახე.
ძეგლზე შემორჩენილია ორი წარწერა. პირველი (აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის სათაურის ქვემოთ) X საუკუნისაა და სოფელ სამწერვრისში არხის გვაყვანას გვაუწყებს; მეორე (სამხრეთ ფასადის ზემო მონაკვეთში) უშუალოდ ტაძარს ეხება:
„მეორედ მაშენებელსა ფანასკერტელს მერაბს შეუნდვნეს ღმერთმან. ზედამდეგს ცოდვილს საბას შეუნდვნეს ღმერთმან“
.XV–XVI საუკუნეების მიჯნაზე ამ ადგილის მფლობელებს — ფანასკერტელ-ციციშვილებს (კერძოდ, მერაბ ციციშვილს) ეკლესია შეუკეთებიათ და უკურთხებიათ წმინდა გიორგის სახელზე (თავდაპირველად წმ. ჯვარი ეწოდებოდა). წარწერაში მოხსენიებული ზედამდეგი საბა ეკლესიის განახლებას ხელმძღვანელობდა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა