
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
საყუნეთის მეჩეთი მდებარეობს სამცხეში, ახალციის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის ტერიტორიაზე, სოფლის თავში, პატარა მოედანზე, მართლმადიდებლური ეკლესიის საპირისპიროთ ქვის მეჩეთია აღმართული.
მეჩეთი გეგმით კვადრატული მოცულობა სრულდება მცირე ზომის, ხახვისთავისმაგვარი გუმბათით. შენობა ნაგებია საშუალო ზომის არასწორი მოხაზულობის, ხორკლიანი ფაქტურის მქონე ქვებით, რიგების ჰორიზონტალობის დაცვით. ერთადერთი შესასვლელი ჩრდილოეთი კედლის ცენტრშია გაჭრილი და დაახლოვებით ერთი მეტრით არის მიწის დონიდან ამაღლებული. შესასვლელის წინ ხის ერთმარშიანი, სახელდახელო კიბეა მოწყობილი. შესასვლელის თავზე არაბულწარწერიანი ქვაა წყობაში ჩასმული. შენობის ინტერიერი მარტივი კვადრატული გეგმარებისაა, ცენტრი გუმბათის საკმაოდ დიდი სფეროთია ხაზგასმული, ხოლო სამხრეთით, მიჰრაბის წინ _ მცირე ზომის გუმბათის სფეროა მოცემული. ცენტრალური გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგარ ხის სვეტს. სვეტების კაპიტელები და ძირები დეკორაციულად არის დამუშავებული. შენობის ჭერი ხეში გამოკვეთილი ორნამენტით არის დამუშავებული და შეღებილი. გუმბათის სფეროები მოხატული. ჩრდილოეთ კედელს, მთელ სიგანეზე მახფილი მიუყვება დასავლეთ კუთხეში პლასტიური მოხაზულობის კიბით.
სოფელში ცხოვრობდნენ მუსლიმები, რომლებიც 1944 წელს გადაასახლეს. მეჩეთი 1927 წელს აგებული მეჩეთი. გადმოცემის მიხედვით მეჩეთი აუშენებიათ ადიგენელ მუსლიმებს, ხურცისძესა და იორდანისძეს, რომლებიც მექაში იყვნენ მოსალოცად და უკან დაბრუნებულებმა იმ სოფელს აუშენეს მეჩეთი, რომელსაც არ ჰქონდა. 2012 წელს საყუნეთის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა