
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
საროს ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში მდებარეობს. იგი ციკლოპური ხასიათის, მშრალი წყობით ნაგები კომპლექსია და ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება. კომპლექსი სამი საფორტიფიკაციო ნაგებობისაგან შედგება: ქვეუბნის ციხე, ზედა ციხე და ახალციხის კოშკი. საროს კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს მთავარანგელოზის ეკლესიაც. ციხის კედლები საძირკვლის გარეშე, კლდის მასივზეა აგებული. წყობაში გამოყენებულია შერჩეული და დამუშავებული დიდი ზომის ქვები, ყურადღებას იქცევს წყობის სიმეტრიულობა. კედლების სიმაღლე 3 მეტრამდე უნდა ყოფილიყო, სიგანე კი 1.5 მეტრიდან 3 მეტრამდე მერყეობს. ქვედა ციხე სოფლის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ფლატის კიდეში მდებარეობს, შუა ციხე მთავარანგელოზის ეკლესიასთან, ხოლო ზედა ციხე კი უფრო ჩრდილოეთით კოშკის სახითაა შემორჩენილი. ქვედა ციხისგან შემორჩენილია მშრალი წყობით ნაგები კედელი და არქიტრავული გადახურვის კარი, აქვეა დარანიც. შუა ციხე ორი სხვადასხვა ზომის სათავსოსა და სხვა ნაგებობათა ცალეკულ ნაშთებს მოიცავს. ციხეების სამხრეთით ძველი ნამოსახლარების ყორე-კედლები და ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი. საროს ციხის მიმდებარე ტერიტორიებზე არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ადრე ბრინჯაოს მტკვარ-არაქსული კულტურის, გვიანი ბრინჯაოს ხანისა და შუასაუკუნეების კერამიკის ნატეხები. ექსპედიციამ აგრეთვე შეისწავლა გვიანი ბრინჯაოს საწყისი ეტაპის და ელინისტური ხანის სამარხები. საროს ციხე მტკვრის ხეობას გადაჰყურებს და თვალწინ შესანიშნავი ხედები გადაგეშლებათ.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა