![gelatiview](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/gelatiview-8.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
შორაპნის ციხე იმერეთის მხარეში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, დაბა შორაპნის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი წყაროებში პირველად ძვ. წ. I - ახ.წ. I საუკუნეებში იხსენიება სტრაბონთან. მისივე ცნობით, ციხესიმაგრე იმდენად დიდი იყო, რომ მასში ქალაქის მოსახლეობა თავისუფლად ეტეოდა. ლეონტი მროველის ცნობით, ციხესიმაგრე ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში ქართლის მეფე ფარნავაზ I-მა ააგო. VI საუკუნეში, ირან-ბიზანტიის ომის დროს, შორაპნის ციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. იგი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო უფრო გვიანდელ პერიოდებშიც. 1730 წელს სიმაგრე ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს კი ის მეფე სოლომონ I-მა გაათავისუფლა. შორაპანი ციხე-ქალაქი ყოფილა. ის იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი. შორაპანში მთავრდებოდა სანაოსნო გზა და სახმელეთო იწყებოდა. იგი ვაჭრებსა და მგზავრებს უზრუნველყოფდა ქარვასლა-ფუნდრუკებით, სურსათით, გადასაზიდი სახმელეთო ტრანსპორტით, სამჭედლო სახელოსნოებით, ბაზრით და სხვა. ციხე-ქალაქის ფართობი 6000 კვ.მეტრს აღემატება. ციხის ნაშთებში აშკარად შეიმჩნევა ორი ქრონოლოგიური ფენა - ადრე და გვიანი ფეოდალური ხანა. სიმაგრე მოიცავს სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს. ციხეს ორი კარიჰქონია - ჩრდილო-ამოსავლეთითა და დასავლეთით, სადაც ამჟამად ძველი თაღოვანი ციხის ბურჯია შემორჩენილი. წარსულში ციხე-ქალაქის მთელი ტერიტორია გალავნით ყოფილა შემოზღუდული, რასაც აქ გამოვლენილი ალიზის კედლის ფრაგმენტები და აგურის ნატეხები მოწმობს.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა