
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
სნოს (ღუდუშაურის) ციხე მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში. მდინარე სნოსწყლის მარჯვენა ნაპირზე, განცალკევებით მდგარ კლდოვან გორაზე. მიმდინარეობს კოშკის რესტავრაცია.
სნოს ციხის ამგების ან მეპატრონის შესახებ ისტორია დუმს. სნოს ციხე XVI საუკუნის მიწურულში უნდა იყოს აგებული. წყაროებში პირველად იხსენიება XVIII საუკუნის 30-იან წლებში, როცა მას დაღესტნელთა ლაშქარიი მოადგა. არაგვის ერისთავი ბარძიმი ატყობინებს რუსეთში მყოფ ვახტანგ VI-ს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას და ჩივის ლეკთა გამუდმებულ თავდასხმებზე. ერთ-ერთი შემოსევის დროს ათი ათასი ლეკი მოადგაო სნოსა და არშას. სნოს ციხე კონტროლს უწევდა ხევიდან მიმავალ მოკლე გზას, რომელიც გადიოდა ხევსურეთზე, ფშავზე და გუდამაყრის ხეობით მთიულეთზე. გადმოცემის თანახმად, სნოს ციხე ეკუთვნოდა შიოლა ღუდუშაურს, რისთვისაც არაგვის ერისთავს აზნაურობა უბოძებია.
შედგება თითქმის წრიული გალავნისა და ერთი კოშკისაგან. თვით გალავანი მრავალი თავდაცვითი ელემენტისაგან შედგება. ციხის ერთადერთი შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა.
კოშკის სიმაღლე ოც მეტრამდე ყოფილა, დღეს მას რამდენიმე მეტრი აკლია. პირველი სართული, ერთადერთი შესასვლელით, ექვსი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს; მეორე სართულის კედლებში ხუთი სათოფურია განლაგებული, მესამე სართული დაზიანებულია და საბრძოლო ელემენტებისგან კვალიღაა დარჩენილი.
კოშკი და ციხის გალავანი ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით. თლილი ქვა გამოყენებულია კოშკის კუთხეებზე და კარ-ფანჯრების ირგვლივ. ციხის ანალოგიებთან შედარება საშუალებას იძლევა იგი XVI საუკუნის მეორე ნახევრით, ან მომდევნო საუკუნის დასაწყისით იქნას დათარიღებული.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა