
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
სოფ. ფონას წმ. სამების ეკლესია კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონაში მდებარეობს. იგი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე შესასვლელი სწორკუთხაა და ნახევარწრიულ თაღშია მოქცეული. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული ჩაწერილი აფსიდით სრულდება. საკურთხეველი დარბაზისგან მხრებითა და შეისრული ფორმის სატრიუმფო თაღითაა გამოყოფილი. აფსიდის იატაკი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. აბსიდის ცენტრალურ ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა განლაგებული. საკურთხევლის ჩრდილოეთითა და სამხრეთით დამოუკიდებელი აფსიდალური პასტოფორიუმებია, რომლებსაც შესასვლელი დასავლეთიდანა აქვთ მოწყობილი. ორივე დამხმარე სათავსის აფსიდში ერთი სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთის პასტოფორიუმის სამხრეთ კედელში სწორკუთხა სამალავია მოწყობილი. დარბაზის გრძივი კედლები თითო მასიური აგურის ბოძითა და მათზე გადაყვანილი შეისრული ღრმა თაღებითაა დანაწევრებული. ყოველ თაღში თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. ბოძებზე დამატებით პილასტრებია, რომლებზეც კამარის საბჯენი შეისრული თაღია გადაყვანილი. იატაკი აგურითაა მოგებული. ტაძარს დასავლეთიდან ეკვდერი და სამრეკლო აქვს მიშენებული. ეკვდერი მიდგმულია ჩრდილო-დასავლეთ კუთხეზე და შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. სამრეკლო ორსართულიანია. პირველი სართული სამი მხრით თაღებითაა გახსნილი და კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. მეორე სართული ექვსკუთხა ფანჩატურს წარმოადგენს. კომპლექსს ყორეკედელი ჰქონდა შემოვლებული, რომელიც მხოლოდ ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. ეკლესია ნაგებია ნატეხი და რიყის ქვითა და აგურით დუღაბზე.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!




გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა