დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

სუმელის მონასტერი

სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი სუმელის მონასტერი

სუმელის მონასტერის შესახებ

სუმელის მონასტერი (ბერძ. Μονή Παναγίας Σουμελά, Moní Panagías Soumelá; თურქ. Sümela Manastırı) — IV-V საუკუნის მართლმადიდებლური მონასტერი ტრაპიზონთან ახლოს. IV საუკუნიდან 1931 წლამდე მონასტერში დაცული იყო სუმელას ღვთისმშობლის ხატი, რომელიც გადმოცემის თანახმად, ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი.

სახელწოდება სუმელა ერთ-ერთი ვერსიით ბერძნულია (ბერძ. Σου Μελά) და „შავ მთას“ აღნიშნავს. მეორე ვერსიის თანახმად სიტყვა „სუმელა“ ლაზურია და „სამებას“ ნიშნავს.

მონასტრის დამაარსებლად ითვლება ათენელი მღვდელი ბარნაბე (375-395 წლები), ხოლო VI საუკუნეში, არაბების დამანგრეველი თავდასხმის შედეგად დანგრეული მონასტერი აღუდგენია წმინდა სოფრონს.

ბიზანტიის მმართველობის ეპოქაში მონასტერი სარგებლობდა რამდენიმე იმპერატორების კეთილგანწყობით, ხოლო ტრაპიზონის იმპერიის პერიოდში (1204-1461 წლები) იყო საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი ადგილი. ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ სუმელას მონასტერი ოსმალეთის სულთნების ხელში გადავიდა.

მონასტერმა აყვავების მწვერვალს მიაღწია XVIII-XIX საუკუნეებში.

1877 წლის 13 დეკემბერს მონასტერი გაიქურდა მძარცველების მიერ. ძარცვას გადაურჩა მხოლოდ ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მონასტრის ბერებს საგულდაგულოდ ჰქონდათ გადამალული.

მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა და თურქეთმა ლოზანის კონფერენციის დებულებების თანახმად მოახდინეს მოსახლეობის გაცვლა, სუმელადან ბერძნები გადასახლდნენ, რამაც გამოიწვია სამონასტრო ცხოვრების შეწყვეტა. 1931 წლის 14 ნოემბერს გადამალული მონასტრის რელიქვიები, მათ შორის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი, სამალავიდან იქნა გამოტანილი და გადატანილ იქნა საბერძნეთში. დღეს იგი ინახება მაკედონიის ქალაქ ვერიას ტაძარში.

საუკუნეების განმავლობაში სუმელას მონასტერი ითვლებოდა არა მარტო ბერძნების, არამედ ქრისტიანული სამყაროს წმინდა ადგილად, თუმცა თურქეთის ხელისუფლება მეტად მტრულად შეხვდა მართლმადიდებელ მომლოცველებს. მონასტრის მოლოცვა პირველად შესაძლებელი გახდა მხოლოდ 2007 წელს. 2009 წლის 22 ნოემბერს მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის სახალხო კრების თავმჯდომარე მეჰმედ ალი-შაჰინი და რუსეთის დუმის დეპუტატი, პარლამენტთაშორისი კომისიის კოორდინატორი ივან სავიდი (დაბადებული საქართველოში, სოფელ სანთაში). შეხვედრაზე განიხილეს მომლოცველთა პრობლემები, მათ შორის 2009 წლის 15 აგვისტოს ტრაპიზონის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, როდესაც მართლმადიდებელ მღვდელს გახადეს ანაფორა და აჰყარეს ჯვარი, თითქოსდა ხელისუფლების ბრძანების მიხედვით.

2010 წელს თურქეთის კულტურის სამინისტრომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომე I-ის თხოვნის საფუძველზე ნება დართო მონასტერში აღედგინათ 1922 წელს შეწყვეტილი ღვთისმსახურება. 2010 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, პატრიარქმა აღავლინა ლიტურგია სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველებთან ერთად.

2000 წლის 25 თებერვლიდან მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

სუმელას მონასტერში შესვლა ფასიანია 2025 წლის მდგომარეობით შესვლა 20 ევრო ღირს. (საერთო ჯამში დაახლოებით 75 ლარის ლირაა საჭირო)

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სუმელის მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!