
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერი სამეგრელოში, ქალაქ სენაკთან ახლოს მდებარეობს. იგი XIX საუკუნით თარიღდება. აქ მოღვაწეობდა ბერი ალექსი შუშანია და მისი მონაზვნად აღკვეცილი დედა და დები. მონასტრის ფარგლებში ფუნქციონირებდა წმ. ნინოს სახელობის ქალთა სკოლა და სტამბა. მონასტერი თავისი ხარჯებით ბეჭდავდა სასულიერო ლიტერატურას და ხალხს ურიგებდა. 1904 წლიდან ტაძარში დასვენებულია ათონის მთიდან ჩამობრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც “დაუჭკნობელი ყვავილის” სახელითაა ცნობილი. აქ ასევე დაცულია იოანე ნათლისმცემლის ცერა თითი, რომელიც ვერცხლის ლუსკუმაშია ჩასვენებული. ნაგებობა სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, შვერილი აფსიდით. ეკლესიას ჩრდილოეთით ორი ვიწრო სარკმელი აქვს, აღმოსავლეთით - ორი, სამხრეთით კი - სამი. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ფასადებზე გვხვდება რელიეფური რომბები და მარტივი ფრიზები. დასავლეთიდან ტაძარს სამსართულიანი სამრეკლო აქვს მიშენებული, რომლის პირველი სართული კარიბჭის ფუნქციას ასრულებს. შესასვლელი სამია - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ეკლესია ნაგებია კარგად თლილი შერეული ქვით. ტაძარს სუფთად გათლილი ქვით ნაგები გალავანი აქვს შემოვლებული.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა