დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

თელავის ისტორიული მუზეუმი, ერეკლე მეორის სასახლე

თელავი, კახეთი - Telavi, Kakheti თელავის ისტორიული მუზეუმი, ერეკლე II სასახლე- Telavi History Museum, Erekle II Palace თელავის ისტორიული მუზეუმი, ერეკლე II სასახლე- Telavi History Museum, Erekle II Palace თელავი, კახეთი - Telavi, Kakheti თელავი, კახეთი - Telavi, Kakheti თელავის ისტორიული მუზეუმი, ერეკლე II სასახლე- Telavi History Museum, Erekle II Palace თელავის ისტორიული მუზეუმი, ერეკლე II სასახლე- Telavi History Museum, Erekle II Palace თელავი, კახეთი - Telavi, Kakheti

თელავის ისტორიული მუზეუმი, ერეკლე მეორის სასახლის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი (ერეკლეს სასახლე) - დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მდებაორებს კახეთის მხარეში, ქალაქ თელავში.

„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. კომპლექსი, თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს.

სამუზეუმო კომპლექსში შედის: კახთა მეფის სასახლე XVII-XVIII ს.ს., მეფის კარის ეკლესიები X-XVIII ს.ს., ერეკლეს მიერ დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაშთები, მეფის აბანო – XVII ს., სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი - XVIII ს., აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები. მუზეუმში ასევე დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, მე-17-19 საუკუნეების სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღისა, ხევსურული სამოსელის კოლექციები, ფარდაგების მდიდარი კოლექციები, ხელნაწერები, მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, სახვითი ხელოვნების საინტერესო ნიმუშები. მათ შორის: XIXს-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და “პერედვიჟნიკების” პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები.

"ბატონის ციხედ" ცნობილი სასახლე კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. სასახლის კარის ეკლესია, აღმოსავლეთის კარი და აბანო არჩილ მეფის დროსაა აგებული. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კი ერეკლე მეორემ სასახლეს დიდი გალავანი შემოავლო, რომლის სიმაღლე ხუთ მეტრს აღწევს. მემატიანე პაპუნა ორბელიანის გადმოცემით, ერეკლე მეფეს თელავის გალავნის მშენებლობა დაუსრულებია 1753 წელს. ციხე გალავანს მთავარი დიდი კარის გარდა სხვა სათადარიგო შესასვლელებიც ჰქონია, ერთი სამხრეთით, ერთი ჩრდილოეთით. მეფე ერეკლეს კარის ეკლესია კი აგებულია 1758 წელს. გარდა ეკლესიისა, იგი თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა, მას სახურავის ქვეშ მოწყობილი ჰქონია სათოფურები. ეკლესიიდან ათიოდე მეტრის მოშორებით იდგა დიდი ბურჯი, 14 მეტრის, რომლის მსგავსი საქართველოში არსადაა. ეს ბურჯი დარეჯან დედოფალმა ააშენებინა და XIX საუკუნის 40-იან წლებამდე აქ იდგა 8 მეტრის სიგრძის ზარბაზანი, რომელიც მუდამ მზად იყო მტრის მოსაგერიებლად.


თეგები: #ისტორია #კულტურა #მუზეუმი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა
+995 599 925****

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+64
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

ფასები

მუზეუმში შესვლა ფასი
უფროსი5₾
მოსწავლე1₾
პენსიონერი1₾
გიდის მომსახურება18₾


სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Tamo Tchankotadze
Tamo Tchankotadze

მეგობრებო, აქ კი წერია, რომ მუზეუმი მუშაობს 17:00 სთ-მდეო, მაგრამ თუ გნებავთ რომ მოხვდეთ მუზეუმში, ადგილზე უნდა იყოთ 16:30-მდე, სხვა შემთხვევაში, უკან გამოგაბრუნებენ. “ზეტი აქვთ ამორტყმული” და რა ქნან, არ აინტერესებთ, რომ ვებ გვერდზე 17:00 უწერიათ და რომ ბავშვებთან ერთად 200კმ გაქვთ გავლილი...
ასე, რომ გაითვალისწინეთ!

Nana Baghashvili
Nana Baghashvili

რომელ დღეებში არის ღია მუზეუმი და რომელ საათებში.

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ერეკლე მეორის მუზეუმი ღიაა ყოველდღე ორშაბთის გარდა. სამუშაო საათებია 10:00-17:00

Marta Bekuraidze
Marta Bekuraidze

სტუდენტებისთვის საფასური რა არის?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, სტუდენტების შესვლის საფასური არის 1 ლარი.

ნინო გრძელიშვილი
ნინო გრძელიშვილი

რა ღირს შესვლა მუზეუმში?

natia lomineishvili
natia lomineishvili

უფროსი - 5₾, მოსწავლე და პენსიონერი - 1₾, გიდის მომსახურება 18₾.

ნინო გრძელიშვილი
ნინო გრძელიშვილი

მადლობა

Lali Bidzinashvili
Lali Bidzinashvili

რა ღირს სასწავლო ექსკურსიისას მოსწავლის შესვლა მუზეუმში?

Lika Devnozashvili
Lika Devnozashvili

რაღირს სასწავლო ექსკურსიით მოსწავლეთა შესვლა და რა ჯდება გიდის მომსახურება?

natia lomineishvili
natia lomineishvili

უფროსი - 5₾, მოსწავლე და პენსიონერი - 1₾, გიდის მომსახურება 18₾.

Nini Tabatadze
Nini Tabatadze

მაინტერესებს რა ღირს შესვლა მუზეუმში

natia lomineishvili
natia lomineishvili

უფროსი - 5₾, მოსწავლე და პენსიონერი - 1₾, გიდის მომსახურება 18₾.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თელავის ისტორიული მუზეუმი, ერეკლე მეორის სასახლე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 599 925****