![20210119_124230(0)[1]](storage/thumbnails/20210119-124230-0-1-3.jpg)
1 დღიანი ჯიპ-ტური თოვლიან ჯავახეთში
თუ ზამთარი შენი სეზონია, თუ ულამაზესი ფოტოების გადაღება გინდა, ასევე გსურს ახალი მეგობრები შეიძინო.....
კაცზე 50.00 ₾
დაჯავშნაგანათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
თმოგვის ციხე-ქალაქი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში კერძოდ ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელი თმოგვის მახლობლად მტკვირს მარცხენა ნაპირზე.
პირველი ისტორიული ცნობების თმოგვის შესახებ X საუკუნეში გვხვდება. იგი აკონტროლებდა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემომავალ გზას. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს და XI საუკუნის დასაწყისში თმოგვის ციხე სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. 1073 წლიდან დიდებული ნიანია ქუაბულისძე და მისი მემკვიდრენი ფლობდნენ, შემდგომ საუკუნეებში პერიოდულად - მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები - თორელები, მხარგრძელები, შალიკაშვილები და ჯაყელები. 1578 თმოგვის ციხეს ოსმალები დაეუფლნენ, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში - ახალქალაქის ლივაში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828 - 1829 ომის შემდეგ ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.
თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. თმოგვის ციხის მნიშვნელობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით. გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.
თუ ზამთარი შენი სეზონია, თუ ულამაზესი ფოტოების გადაღება გინდა, ასევე გსურს ახალი მეგობრები შეიძინო.....
კაცზე 50.00 ₾
დაჯავშნათუ ზამთარი შენი სეზონია, თუ ულამაზესი ფოტოების გადაღება გინდა, ასევე გსურს ახალი მეგობრები შეიძინო.....
კაცზე 50.00 ₾
დაჯავშნაგაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა