
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ტონთიოს წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმას ტერიტორიაზე.
ტაძარი აგებულია 1023-1027 წლებში. ის დარბაზული ტიპის ეკლესიაა. ნაგებია გათლილი მოვარდისფრო კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. ინერტრიერი მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელში გაჭრილი თაღოვანი სარკმლებით ნათდება. კედლები დასრულებულია პროფილირებული თაროსებრი ლავგარდნით. ლორფინის გადახურვა აღარ შემორჩა. ტაძრის სამკაულს წარმოადგენს: დასავლეთი საკრმლის ორმაგი მოჩარჩოება, რომელშიც გამოყენებულია სადა ლილვები, მცენარეული და დეკორატიული ორნამენტი. ჩარჩოს არეში ჩაწერილია ასომთავრული წარწერა: „ქრისტე მოწყალე ექმენ იოვანეს დღესა მას შვილითურთ ამენ“. სარკმლის თავზე სამკუთხა ქვაზე ჯვრის გამოსახულების მკლავებქვეშ მოცემულია მეორე ასომთავრული წარწერა: „ქრისტე ადიდე ოქროპირი ქართლისა კათოლიკოსი“. აღმოსავლეთის სარკმლის ორსაფეხურიანი მოჩარჩოებიდან შემორჩენილია ზედა ნაწილი, რომელიც მდიდრულად ორნამენტირებული შუბლითაა გარშემოწერილი. სამხრეთ კედელში ჩადგმულია კვადრატული ქვა, რომელზეც ევქარისტიის სცენაა გამოსახული: ლომები და ფარშევანგები მცენარეულ დეკორში. შესასვლელის არქიტრავის ქვაზე დეკორატიულ ჩარჩოში ჩასმული ორნამენტული ჯვარია ამოჭრილი. ჩარჩოს შიდა არეში სუფთად ამოჭრილი ასომთავრული წარწერაა: „ქრისტე ადიდე გიორგი მეფე და შვილნი მათნი“, „ქრისტე ადიდე მელქისედეკ ქართლისა კათალიკოზი და შეეწიე დღესა მას ამენ“. ტაძარი გადაკეთებულია: ამაღლებულია ამბიონი და გვერდებში მოწყობილია კიბეები. ჩრდილოეთის კედელში ჩასმულია სანათლავი. აღმოსავლეთის სარკმელი დამოკლებულია. ფასადები ადგილ-ადგილ შევსებულია. ცემენტით. გადახურულია შიფერით. ინტერიერი შეთეთრებულია.
წარწერებში მოხსენიებულია მეფე გიორგი I (1014-1027) და მელქისედეკ კათოლიკოსი (1010-1033).
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა