
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ცხეთის წმ. გიორგის ეკლესია ლეჩხუმში, სოფელ წილამიერთან მდებარეობს. იგი 1728 წელსაა აგებული. ეკლესია ჩახაზული ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. ტაძარს რვაწახნაგა გუმბათი აქვს, რომელიც ბემის კუთხეებსა და ორ მრგვალ ბოძს ეყრდნობა. აფსიდალური საკურთხევლის ორივე მხარეს სწორკუთხა პასტოფორიუმებია. ჯვრის მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარებით. ეკლესიის ყოველ მკლავში, სამკვეთლოში, სადიაკვნესა და გუმბათის თითოეულ წახნაგში სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთის სარკმელი მორთულია მედეალიონებითა და მცენარეული მოტივებით, დასავლეთის სარკმელი კი - ადამიანთა, ცხოველთა და ფრინველთა რელიეფებით. აღმოსავლეთ სარკმლის საპირეში ჩართულია მარჯვენა ხელის რელიეფური გამოსახულება და მხედრული წარწერა. ნაგებობას ორი სწორკუთხა შესასვლელი აქვს - დასავლეთითა და სამხრეთით. დასავლეთით შესასვლელის ტიმპანში გოლგოთის ჯვრის გამოსახულებაა. დასავლეთ ფასადის ფრონტონის არეში ვერძის თავის ქანდაკებაა. აღმოსავლეთ ფასადსაც იგივე სისტემის დეკორი აქვს, შესასვლელის გამოკლებით. სამხრეთ ფასადის შესასვლელს ჯვრის მოხაზულობა აქვს მიცემული, შესასვლელის ტიმპანში სამმაგი ჯვრის რელიეფია. ფასადებს ქვის სადა ლავგარდანი შემოუყვება, გუმბათს კი - ქართული აგურის ხუთსაფეხუროვანი „ხერხულა“ ლავგარდანი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
დაუვიწყარი შთაბეჭდილებების და ახალი თავგადასავლების ძიებაში თუ ხართ? მაშინ გვეწვიეთ და მიიღეთ განუმე...
დაუვიწყარი შთაბეჭდილებების და ახალი თავგადასავლების ძიებაში თუ ხართ? მაშინ გვეწვიეთ და მიიღეთ განუმე...
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა