დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ცხნარის (წყნარი აბანოს) ეკლესია ცხნარის (წყნარი აბანოს) ეკლესია ცხნარის (წყნარი აბანოს) ეკლესია ცხნარის (წყნარი აბანოს) ეკლესია ცხნარის (წყნარი აბანოს) ეკლესია ცხნარის (წყნარი აბანოს) ეკლესია ცხნარის (წყნარი აბანოს) ეკლესია ცხნარის (წყნარი აბანოს) ეკლესია ცხნარის (წყნარი აბანოს) ეკლესია ცხნარის (წყნარი აბანოს) ეკლესია ცხნარის (წყნარი აბანოს) ეკლესია ცხნარის (წყნარი აბანოს) ეკლესია

ცხნარის (წყნარი აბანოს) ეკლესიის შესახებ

ცხნარის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ნასოფლარ წყნარი აბანოს ტერიტორიაზე.

ცხნარის ეკლესია XIII ს. შუა ხანებშია აგებული საამშენებლო წარწერის თანახმად დავით ულუს ერისთავის ვარამ გაგელის მიერ ერთი წლის განმავლობაში. აქედან ვგებულობთ, რომ ეს სოფელი ხრამის ხეობის ამ ნაწილთან ერთად ვარამ გაგელის საბატონო ყოფილა. გვიან შუა საუკუნეებში, სოფელი ცხნარის მეპატრონეებად უკვე ბარათაშვილები იხსენიებიან. ეკლესია დგას სოფლის უკიდურეს ჩრდილოეთ მხარეს სასაფლაოს ტერიტორიაზე. ორსაფეხურიან ცოკოლზე აზიდული ტაძარი დარბაზულია (10,0X5,0მ), გვიანი პერიოდის სამხრეთი მინაშენით. ნაგებია სუფთად თლილი ყვითელი კვადრებით. კარს ურთიერთგადაჭდობილი წრეების რიგით გაფორმებული მოჩარჩოება აქვს, რომელზეც დასმულია არქიტრავის ქვა. მის შუაში, კარის სიგანეზე ორმაგი გრეხილი ლილვისგან ნახევარწრეა მოხაზული, რომლის ცენტრში ბოლნური მედალიონია ჩასმული, გვერდითა არეებზე კი ასომთავრული წარწერაა მშენებელი ოსტატის მოხსენიებით: „ქრისტე შეიწყალე ამის მოქმედი“. ნახევარწრის ზემოდან არქიტრავზე ასმოთავრულით შესრულებული სამსტრიქონიანი წარწერაა: „სახელითა ღმრთისაითა ესე ეკლესიაი დავითის მეფობასა ვაჰრამის პატრონობასა (ვაშენეთ) ყოველმან და წელიწდამდის ბალავარი დავსვით“. ბოლნურმედალიონიანი ჩარჩოს ქვეშ ნუსხურით შესრულებული ერთსტრიქონიანი წარწერაა. კიდევ ერთი წარწერა არქიტრავის ზედა მარცხენა მხარესაა ამოკვეთილი ქვაზე: ქრისტე შეიწყალე ჩნდრტი“. სამხრეთ ფასადს მთელ სიგრძეზე ფლეთილი ქვით ნაგები მინაშენი აქვს მიდგმული. სიმაღლით ის ნახევრამდე სწვდება ეკლესიის შენობას. გეგმაში წარმოადგენს წაგრძელებულ სწორკუთხედს (10,0X2,7 მ). მშენებელს უზრუნია იმაზე, რომ მინაშენს არ დაეფარა არც ტაძრის სამხრეთის სარკმლები და ამავე დროს არც ტაძრის წარწერიანი არქიტრავი. ამიტომ, კარის გასწვრივ მინაშენის კამარის სავჯენი თაღი აწეულია და არქიტრავსაა შემოყოლებული. მინაშენს აღმოსავლეთ მხარეს აქვს გაშლილი ფორმის, სფერული კონქით დამთავრებული აბსიდი. კარი აქაც სამხრეთიდან არის მოწყობილი, ის შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავული. არქიტრავის ქვა მოთავსებულია თავდაყირა, ამიტომ ზედ ამოჭრილი რელიეფური ჯვრის მოკლე მკლავი ქვევით, ხოლო გრძელი ზევითაა მიმართული. მინაშენი ნათდება სამი თაღოვანი სარკმლით. მათგან ერთი აღმოსავლეთის კედელშია გაჭრილი, ორი კი სამხრეთისაში სხვადასხვა დონეზე. კამარა ჩრდილოეთის მხარეს მეორე საფეხურზე შესმულ სამ მძლავრ პილასტრზე გადავყანილ თაღებზეა დაყრდნობილი. პილასტრებად ორ შემთხვევაში თლილი მოწითალო ფერის ქვის სვეტებია გამოყენებული, აღმოსავლეთის პილასტრად კი - სტელა. ეს უკანასკნელი ერთ ქვაში ნაკვეთი კუბის ფორმის ბაზისისა (42X28 სმ) და ტრაპეციის ფორმის სვეტისგან (36X26 სმ) შედგება, რომელზეც ტოლმკლავა ჯვარია ჩაკვეთილი.მის ქვემოთ და ბაზისზე ასომთავრულით შესრულებული შვიდსტრიქონიანი მე-10 საუკუნის წარწერაა: „სახელითა ღმრთისაითა ესე ჯუარი აჰმართეს კოჟოლის ძეთა მამისა და ძისა ... რს ზედავინ შეცვალოს .... ძნე საუკუნოი არს“. როგორც ჩანს, ტაძრის აგებამდე აქ ადგილობრივ დიდებულს სტელა დაუდგამს“, რომელიც ფუნქციადაკარგული გვიან შუა საუკუნეებში კედლის წყობაში მოხვდა. ეკლესია სავალალო მდგომარეობაშია: ჩრდილოეთის კედელით თითქმის დანგრეულია, არ შემორჩა კონქი და კამარა. კედლებს დასდევს ნარღვევები.

ს.ცხნარის ეკლესია მინაშენში გამოყენებულ ქვაჯვარასა დასამხრეთით მდებარე "ცხნარის" ციხესთან ერთად მეტყვლებს ამ პუნქტის სიძველესა და მნიშვნელობაზე ფეოდალური ხანის "ყოველი სამშვილდის" შემადგენლობაში.


თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ცხნარის (წყნარი აბანოს) ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!