დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ცხრაჯვარი ცხრაჯვარი ცხრაჯვარი ცხრაჯვარი ცხრაჯვარი

ცხრაჯვარის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ცხრაჯვარი - წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, ნაქერალას უღელტეხილთან, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე, იმერეთის მხარეში.

ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს ცხრაჯვარობას აღნიშნავენ იმერეთში, განსაკუთრებით ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და მის სოფლებში.

ასევე ცხრაჯვარის სალოცავთან ახლოს უნიკალური მღვიმეა აღმოაჩენილი.


ლეგენდა

არსებობს ლეგენდა რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წავიდა. ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამამ გადაწყვიტა შესაწირი გააკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღემართა. მან საკუთარი მხრებით აიტანა მთაზე 9 ჯვარი და სალოცავი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა. მას შემდეგ ამ სალოცავს მნახველი არ მოჰკლებია.

კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით: დიდი ხნის წინათ, სვანეთში ძმებ სოფრომიანებს თავადი მოუკლავთ, სვანეთიდან გადასახლებულან და ოკრიბის პატარა სოფელში ჩასახლებილან; გვარი კი სოფრომაძედ გადაუკეთებიათ. რამდენიმე ხნის შემდეგ სოფრომაძეების გვარს ღვთის რისხვა დასტყდომიათ თავს, ახალშობილი ძე სოფრომაძეები ვერაფრით აღწევდნენ სრულწლოვან ასაკს და იღუპებოდნენ. შეძრწუნებული მოსახლეობა ერთ დღესაც ღია ცის ქვეშ შეკრებილა და უფლისთვის უთხოვიათ, ოღონდ ძე გაგვიზარდე, ჩვენ მტრედს ავაფრენთ და სადაც ის დაჯდება იქ უფლის სადიდებლად სალოცავს ავაშენებთ.

მართლაც, აუფრენიათ მტრედი უხუცეს სოფრომაძეებს, რომელიც თურმე ამ მთის თავზე დაფრენილა. სულ ხელით უზიდავთ ქვები დაბლიდან მთაზე სოფრომაძეებს, ბევრი კიდეც შეწირვია სალოცავის მშენებლობას, მაგრამ საბოლოოდ, დიდი შომის და წვალების შემდეგ მთაზე პატარა სალოცავი აუგიათ. სალოცავის აგების ბოლო დღეს სოფრომაძეებს ნადიმი გაუმართავთ, დაუკლავთ უამრავი დეკეული თუ ფრინველი. შუა ნადიმის დროს შეზარხოშებულებს ჩხუბი მოსვლიათ, იარაღად კი დეკეულის ბასრი ძვლები გამოუყენებით, ცოდვილებს ერთმანეთი სასტიკად დაუჭრიათ და სისხლი დაუღვრიათ. როცა გამოფხიზლებულან სინანულში ჩავარდნილან, მუხლებზე დამხობილან და უფლისთვის უთხოვიათ პატიება. მას შემდეგ სოფრომაძეები ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს უფალს ადიდებენ და ხორცს არ ჭამენ.


როგორ მივიდეთ

ცხრაჯვარი მდებარეობს ნაქერალას უღელტეხილთან, სადაც გადის ტყიბული - ამბროლაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ნაქერალას უღელტეხილიდან ცხრაჯვარამდე მანძილი 3 კმ-ია, სადაც მიდის გრუნტიანი სამანქანე გზა 1 კმ-ზე ნაკლებ მანძილში, შემდეგ კი საშუალო სირთლის საფეხმავლო ბილიკი.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ იმერეთში

Eco Cottage
ეკო კოტეჯი
სასტუმრო · საოჯახო სასტუმრო · კოტეჯი · მარანი / მეღვინეობა
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Mikhail Kakushadze
Mikhail Kakushadze

გამარჯობა. იანვარში ავალთ ცხრაჯვარზე ?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, თოვლის საფარზეა დამოკიდებული.

თეონა ახალაია
თეონა ახალაია

გამარჯობა ცხრაჯვარზე ოწტომბრის დასაწყისში შევძლებთ ასვლას?
მადლობა წინასწარ♡

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, დიახ შეძლებთ ასვლას 💜

თეონა ახალაია
თეონა ახალაია

დიდი მადლობა 😍

კახა კილაძე
კახა კილაძე

ცხრაჯვარამდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობსო. ხომ ვერ მეტყვით როგორი გზაა ამჟამად? მადლობა

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობთ, თუ როგორ მდგომარეობაშია გზა ამჟამად. ინფორმაციისთვის უმჯობესია დაუკავშირდეთ საგზაო დეპარტამენტს ნომერზე: (995 32) 31-30-76

2 შეფასება
5
Mariam Sarsevanidze

❤️

თეონა ახალაია

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ცხრაჯვარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!