
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
წმ. ბარბარეს სახელობის ნაღობილევის ეკლესია გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მდებარეობს. იგი უახლოეს წარსულშია აგებული, მშენებლობა 2014 წელს დასრულდა. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული, შვერილი აფსიდით. აფსიდი ექსტერიერში ხუთწახნაგაა და დარბაზთან შედარებით ცოტათი დაბალია. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე აქვს მიშენებული, რომლის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლები ყრუა, დასავლეთის კედელში თაღოვანი კარის ღიობია გაჭრილი, აღმოსავლეთით კი ტაძარში შესასვლელია. გარდა დასავლეთის მთავარი შესასვლელისა, ტაძარს კიდევ სამხრეთისა და ჩრდილოეთის შესასვლელებიც აქვს. გრძივი ფასადები სიბრტყის შეწევით მიღებული სამთაღედებითაა დეკორირებული და თითოეულ თაღში თითო თაღოვანივე სარკმელია გაჭრილი. დასავლეთ ფასადზე ერთი დიდი თაღია, რომელშიც კარიბჭე და მის ზევით მდებარე სარკმელია მოქცეული. სამი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი აფსიდშიც. ინტერიერი მთლიანად შელესილია. ფასადებს წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს. ნაგებობა მოპერანგებულია მოწითალო ფერის, ზედაპირდამუშავებული, უსწორმასწორო მოყვანილობის ფილების რეგულარული წყობით. სარკმლები და ლავგარდნები აქცენტირებულია მოთეთრო ქვით. ეკლესიას დაბალი გალავანი აქვს შემოვლებული, რომლის ჩრდილოეთ ნაწილში ორსართულიანი სამრეკლო-კარიბჭეა ჩართული. კარიბჭის პირველი სართული კუბურ მოცულობას წარმოადგენს, რომლის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები ყრუა, ჩრდილოეთ-სამხრეთ ღერძზე კი თაღებითაა გახსნილი, მეორე სართული ზარებისთვის განკუთვნილი ოთხი თაღით გახსნილი ფანჩატურია. გალავანიც ისეთივე ქვითა და წყობითაა მოპირკეთებული, როგორითაც თავად ტაძარი.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა