გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

წვერის წმ. გიორგის ეკლესია
წვერის წმ. გიორგის ეკლესიის შესახებ
წვერის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ეკლესია სოფელი წვერიდან 6 კმ-ში, მაღალ კლდოვან კონცხზე დგას. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. აგებულია XI საუკუნეში. კონცხიდან ძალიან ლამაზი, ვრცელი ხედები იშლება.
ეკლესია ნაგებია აგურით, ქვითა და დუღაბით. სამშენებლო წყობა შერეულია. ნახევარწრიულ აფსიდში განთავსებულია ტრაპეზის ქვა. საკურთხევლის ნიშა თაღოვანია. კედელზე ფრესკაა შემორჩენილი. შიდა გადახურვა ცილინდრული კამარაა (კამარა რომელიც ნახევარი წრის მოხაზულობისაა), აფსიდისა კი - კონქი (მეოთხედსფეროს მოყვანილობის გადახურვა ჩვეულებრივ ნახევარცილინდრული სადგომისა). გადახურულია თუნუქით. იატაკი კერამიკულია.
როგორ მივიდეთ
ეკლესიასთან მიდის სამანქანო გზა. თბილისი - მანგლისის გზაზე არის გადასახვევი სოფელი წვერის მიმართულებით და სწორედ აქედან მიუყვება გრუნტიანი გზა ტაძრამდე. გზაზე ასევე შეგხვდებათ აბრა. მანძილი მთავარი გზიდან დაახლოებით 4 კილომეტრია. ბოლო 1.5 კილომეტრი ცუდ მდგომარეობაშია და საჭიროა მაღალი გამავლობის მანქანა. წვიმიან ამინდში კიდევ უფრო რთულდება გზის გავლა.
იხილეთ ასევე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თეთრიწყარო, რომელიც იმ ადგ...
ბოლნისი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის სამრე...
დასვი კითხვა
გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.