
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
უზნარიანის ციხე - X საუკუნის ისტორიული ციხე მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერთან, გუჯარულას ვიწრო, კლდოვან გასასვლელში მდინარის მარცხენა მაღალ ქარაფზე.
გუჯარეთის ხეობაში არსებულ ციხე-ნაგებობებიდან უზნარიანის ციხე გამორჩეულია. იგი აგებულია შუა საუკუნეებში და ხეობის სადარაჯოზე იდგა მრავალი ასწლეულის განმავლობაში.
ციხე კლდესთან არის შეზრდილი და გზიდან ერთ მთლიან მასივად წარმოგვიდგება. ის სამი მხრიდან თითქმის მიუვალია. მის მთავარ ნაწილს წარმოადგენს მძლავრი ზურგიანი კოშკი და მასზე მიჯრით მიშენებული გალავანი. შედარებით ადვილად მისადგომი მხარეები გალავნის მეორე რიგითაა გამაგრებული.
ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ნაგებობათა კვალი. იგი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზეა აგებული და ბუნებრივადაც საკმაოდ დაცულია. ციხის სახელწოდება მცენარის სახელთანაა დაკავშირებული.
ამ ციხეზე და მის მიმდებარე კლდეებზეა გადაღებული მხატვრული ფილმი „ცისკარა". ციხეზე ამოსვლა თუნდაც იმისთვის ღირს, რომ ხეობის თვალწარმტაცი ხედებით დატკბეთ.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა