დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Vachnadziani St. George\'s Church Vachnadziani St. George\'s Church Vachnadziani St. George\'s Church Vachnadziani St. George\'s Church

ვაჩნაძიანის წმ. გიორგის ეკლესიის შესახებ

ვაჩნაძიანის წმ. გიორგის ეკლესია სამეკლესიანი ბაზილიკაა, რომელსაც ჩრდლოეთიდან და სამხრეთიდან ეკვროდა, თითო დამოუკიდებელი „ეკლესია“. ბაზილიკა ნაგებია რიყის ქვითა და დიდი ზომის აგურით. კუთხეებსა და სხვა კონსტრუქციულ ადგილებში გამოყენებულია მოყვითალო თლილი შირიმი. ბაზილიკის მთავარი ნავის აფსიდის ორივე მხარეს სწორკუთხა სათავსებია, რომლებიც შესაბამის ნავებს დასავლეთ კედელში მოწყობილი თაღოვანი კარით უკავშირდება. სათავსებს დამოუკიდებელი შესასვლელი აღმოსავლეთიდანაც აქვს, რაც მეტად იშვიათია. გარდა ამისა, ამ სათავსების სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ბაზილიკაზე სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მიშენებულ ეკლესიებში გასასვლელებია. ამრიგად, ამ სათავსებით საკურთხევლის აფსიდსა და განაპირა ეკლესიებს შორის შექმნილია დამატებითი დამაკავშირებელი რგოლები. მთავარი ეკლესიის აფსიდი გეგმით ნალისებრია, აფსიდის თაღი კი – ნახევარწრიული. აფსიდი ვიწროა და საკმაოდ მაღალი. აფსიდში გაჭრილია განიერი და მაღალი, ნალისებრი თაღით გადახურული სარკმელი. გვერდითი ეკლესიები, როგორც ჩანს, მთავარი ეკლესიისგან გამიჯნული იყო ყრუ კედლებით (შემორჩენილი ორივეს დასაწყისი) შიგნიდან გვერდითი ნავების აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია კამარის ნაშთები.

საკურთხევლის სამხრეთით მდებარე სათავსი საკმაოდ მაღალია, გადახურულია ქარგილზე სხმული პირამიდისებრი კამარით, რომელიც შედგენილია ოთხი სწორი სიბრტყისგან. აღმოსავლეთ კარს შიგნიდან აგურით ნაწყობი თაღი ხურავს, მის ზემოთ მდებარე სარკმელი კი თარაზულადაა გადახურული. სათავსის ჩრდილოეთ კედელში, აღმოსავლეთ კუთხესთან მაღალი და ღრმა ნიშაა. ამ სადგომის იატაკის დონე მიწის დონესთან შედარებით 80 სმ-ით დაბლაა. საკურთხევლის ჩრდით მდებარე სათავსი, სამხრეთით მდებარე სათავსის მსგავსადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთ კარს შიგნიდან აგურის თაღი ხურავს, მის ზემოთ მდებარე სარკმელი კი სწორკუთხაა. შესასვლელის პირდაპირ ნავში გამავალი კარია. ამ კარის თაღიც აგურისაა – ტეხილით წვერთან. ჩრდილოეთ კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან ტიმპანით დასრულებული. სათავსის სამხრეთ კედელში სხვადასხვა ზომის ორი ნიშაა. აღნიშნული ნიშა დიდია დასავლეთისა კი პატარა. აქ ადრე შესაძლოა იყო საკურთხეველში გამავალი ხვრელი, რომელიც მოგვიანებით ამოაშენეს. პირველი ნიშა იატაკიდან 65 სმ სიმაღლეზეა. ამ სათავსის იატაკის დონე მიწის დონესთან შედარებით 50 სმ-ით დაბლაა.

სამხრეთიდან მიდგმული ეკლესია მთლიანად რიყის ქვითაა აგებული. მისი იატაკი ეკლესიის იატაკთან შედარებით ოდნავ მაღალია, რაც შენობის ქვეშ არსებულმა კამაროვანმა აკლდამამ განაპირობა. სათავსს ნახევარწრიული აფსიდი აქვს. მასში დაბალი, თარაზულად გადახურული სარმელია.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Misho Cercvadze
Misho Cercvadze

ამ ადგილას არის გადაღებული ცნობილი ქართული ფილმი ხარება და გოგია

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ვაჩნაძიანის წმ. გიორგის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!