
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ვაკის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით. აღმოსავლეთი სარკმლის თავზე ამოკვეთილია ცხრასტრიქონიანი წარწერა, რომლის მიხედვითაც აგებულია 1341 წელს მეფე გიორგი V ბრწყინვალის მეფობის პერიოდში.
ეკლესია დარბაზული ტიპისა. გეგმაში წარმოადგენს სწორკუთხედს (7,6X3,9 მ), აღმოსავლეთით ნალისებური ფორმის კონქით დამთავრებული ღრმა აფსიდით, რომელსაც ძირში დაბალი და ვიწრო საფეხური გასდევს. შესასვლელი მოთავსებულია სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში. კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავული. განათების წყაროს სამი ვიწრო თაღოვანი სარკმელი შეადგენს, რომლებიც განლაგებულია აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებზე. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით. ეკლესიის გარეთა კედლები შემოსილია თლილი კვადრატებით. ფასადები მარტივია. ერთასფეხურიან ცოკოლზე მდგომი ბრტყელი კედლები პროფილის მქონე უჩუქურთმო კარნიზით მთავრდება. სამი სარკმლიდან მხოლოდ აღმოსავლეთისაა მორთული ორიგინალური წნული მოჩარჩოებით. ქვის კანკელისაგან ეკლესიის ინტერიერში მხოლოდ ფრაგმენტებიღაა დარჩენილი, იგი ეკლესიის აგების თანადროული უნდა იყოს.
თეთრიწყაროს რაიონში, XIV ს დათარიღებული ძეგლები არ მოიპოვება, ამიტომ ამ მხარის ისტორიისათვის ნასოფლარ ვაკის ეკლესიას გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა