![ზიპლაინი კუს ტბაზე](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/205576803-801640843823661-922033-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ვეჯინის ციხე-დარბაზის კომპლექსი მდებარეობს სოფელ გლდანის დასავლეთით, ვეჯინის ხევში, გლდანი-თიანეთის გზიდან 1,5 კმ-ზე. თარიღდება VII-IX საუკუნეებით.
გლდანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ნასოფლარი ვეჯინი. „ვეჯინისხევის“ სახელწოდებას ატარებს დიდველის მთამდე გავრცელებული ხევი და გარშემო მთები. ვეჯინის მიდამოებში არსებული არქიტექტორული ძეგლები იმაზე მიუთითებენ, რომ ეს ადგილი დასახლებული იყო ადრეულ შუა საუკუნეებში. გლდანში შემაღლებულ ადგილს დღესაც ვეჯინის უბანს უწოდებენ.
ვეჯინის მიდამოში რამდენიმე ძეგლია. ვეჯინისხევის დასაწყისში მთის კალთაზე ძველი ნაგებობის ფრაგმენტია, რომლებიც ციხე-დარბაზის ნარჩენებს უნდა წარმოადგენდნენ. ხალხი მას „ციხეს“ უწოდებს. დიდი დარბაზის კედლებიდან მთელ სიმაღლეზე შემორჩენილია კედლები ვიწრო მხარეზე. სამკუთხა ფრონტონები მოწმობენ, რომ გადახურვა ორქანობიანი იყო. შემონახულია თლილი ქვებით ამოყვანილი სხვა კედლების ფრაგმენტებიც.
თლილი ქვებით უნდა ყოფილიყო მოპირკეთებული ინტერიერიც, რაზედაც მოწმობენ მიწაზე დაყრილი ნახევარწრიული კედლის სვეტების ნაწილები. შემორჩენილია კედლებში დატანილი წყალსადენის კერამიკული მილები. მკვლევარები, ანალოგიებზე დაყრდნობით, სასახლეს VII-IX საუკუნეებს აკუთვნებენ. (იხ. Р. Шмерлинг, В. Долидзе, С. Барнавели, окрестности Тбилиси, Тбилиси, 1960. Стр.95.) ნანგრევების ახლოს დგას პატარა სასახლისეული ეკლესია, კიდევ ორი მცირე ეკლესია დგას ოდნავ მოშორებით ტყეში. სასახლიდან დაახლოებით 500 მეტრის დაცილებით დგას ეკლესია, რომელსაც „ნასოფლარის საყდარს“ უწოდებენ. ინტერიერში ყურადღებას იპყრობს საკურთხეველთან წყობაში ჩაფლული ქილები - რეზონატორები ხმის გასაძლიერებლად.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა