![ზიპლაინი კუს ტბაზე](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/205576803-801640843823661-922033-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ვერის ბაღი ერთ-ერთი შესანიშნავი დასასვენებელი ადგილია თბილისში. იგი ვერის უბანში, მ. კოსტავასა და ნ. ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს. ბაღი კეთილმოწყობილია, აქ შეგიძლიათ დაკავდეთ მრავალი სხვადასხვა სპორტული აქტივობით. ბაღში არის საჩოგბურთო მოედნები, სპორტული კომპლექსი კალათბურთისა და ფრენბურთის დარბაზებით, მცირე დარბაზი მოკრივეთა რინგით, ჭადრაკის სასახლე, ალპური კლუბი და ქალაქის პენსიონერთა საჭადრაკო კლუბი. ვერის ბაღი თბილისის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. მას ხშირად სტუმრობენ სასიამოვნო, მწვანე ტყე-პარკში სასეირნოდ და განტვირთვისთვის. აქ 61 სახეობის მერქნიანი მცენარე იზრდება, მათ შორისაა: კედარი, ნაძვი, ფიჭვი, ჭადარი, ძელქვა, მუხა და სხვა. ბაღში დგას ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი და მერაბ კოსტავას ბიუსტი. ვერის ბაღში არიან დაკრძალული ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლები - ალიოშა, ალექსანდრა და სიმონ ჯაფარიძეები. ალპური კლუბიც სწორედ ალიოშა ჯაფარიძის სახელს ატარებს. აყვავებული ბაღები, მარადმწვანე მცენარეები, ლამაზი შადრევანი და სპორტული დაწესებულებები იზიდავს როგორც აქტიური გართობისა და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებს, ასევე მშვიდი დასვენებისა და განტვირთვის მსურველებს. პარკის გარშემო კაფეებსა და რესტორნებსაც იპოვნით. ვერის ბაღთან მდებარეობს ასევე თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია). ადრე ამ ტერიტორიაზე გაშენებული ბაღები ლურჯი მონასტრიდან მდინარე ვერეს მტკვართან შესართავამდე ვრცელდებოდა. მომდევნო პერიოდში ბაღების ნაწილი სასაფლაოს დაეთმო. 1898 წელს, როდესაც ქალაქურმა განაშენიანებამ ვერისუბნის დიდი ნაწილი მოიცვა, მთავრობამ სასაფლაო გააუქმა და ბაღის მოწყობა დაიწყო. საბჭოთა პერიოდში ბაღს სერგეი კიროვის სახელი მიენიჭა და 1933 წელს მისი კეთილმოწყობა დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი ბაღს კვლავ ტრადიციული დასახელება დაუბრუნდა.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა