
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა ეკლესია კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში მდებარეობს. ძეგლს არ აქვს არანაირი წარწერა და არც ისტორიულ წყაროებში იხსენიება, თუმცა სტილისტური თავისებურებებით იგი XVIII საუკუნით თარიღდება. ტაძარი კუპელჰალეს ტიპის ნაგებობაა და გრძივ ღერძზე აქცენტირებულ გუმბათიან დარბაზს წარმოადგენს. გუმბათი შვერილთა ორ წყვილს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. საკურთხეველს პასტფორიუმები არ აქვს. აფსიდში, გვიანი პერიოდის სხვა ეკლესიების მსგავსად, რამდენიმე ნიშაა გაჭრილი. გუმბათში რვა სარკმელია გაჭრილი, ძირითად კორბუსში კი - ოთხი, თითო ყოველ მხარეს. ყველა სარკმელი, გარდა დასავლეთისა, თაღოვანია. შესასვლელი ორია - დასავლეთითა და ჩრდილოეთით. დასავლეთის შესასვლელი დიდი ზომისაა და შიგნიდანაც და გარედანაც თაღოვან ნიშაშია ჩასმული, ჩრდილოეთისა კი მცირეა, თუმცა ისიც თაღოვან ნიშშია ჩასმული. ნიში სამხრეთ კედელზეც გვხვდება, თუმცა იქ კარი არ არის გაჭრილი. ეკლესია შიგნიდანაც და გარედანაც რიყის ქვითაა ნაგები. შვერილები, თაღები, შესასვლელები, სარკმლები და გუმბათი აგურისაა. ინტერიერის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია კვადრატული აგურით მოგებული იატაკი. ინტერიერი შელესილია, ნალესობის კვალი ადგილ-ადგილ ექსტერიერშიც შეიმჩნევა. გარე მასებში აქცენტი მაღალ, დეკორატიულად გაფორმებულ გუმბათზეა გაკეთებული. ცილინდრული გუმბათი გარედან თაღედითაა შემკული. ქვედა კორპუსს ბაზილიკისებრი მოხაზულობა, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს ჯვრის მკლავები ამაღლებულია და ორფერდა სახურავებით სრულდება. ფასადები სადაა, დეკორი მხოლოდ აღმოსავლეთით, სარკმლის თავზეა გაკეთებული - სიბრტყული ჯვარი და რომბები. მაჩხაანის ეკლესიაში ერთდროულად ვხვდებით ნახევარწრიულ, მკვეთრად შეისრულ და კვერცხისებრ შეისრულ თაღებს, რაც ტრადიციისა და სიახლის შეჯახებაზე მეტყველებს, თუმცა ეს ძეგლში, ზოგიერთ კუპელჰალესთან შედარებით, უფრო ნაკლებად ვლინდება სიახლეები.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!




გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა