
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გაატარეთ 3 დაუვიწყარი დღე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად შესწავლილ, ბიომრავალფეროვან და იდუმალ რეგიონში - თუშეთში.
• შენაქო - შენაქოში დავათვალიერებთ სოფელს და ვნახავთ წმ.გიორგის მე-19-ე საუკუნის ჯვრის ტიპის გუმბათოვანე ეკლესიას.
• დიკლოში დავათვალიერებთ სოფელს და გავალთ ძველი დიკლოს და ციხის სანახავდ. ციცაბო ფერდობზე, კლდესთან შეზრდილ ამ ნაგებობასთან მხოლოდ სამხრეთის მხრიდან ვიწრო ბილიკით თუ მოვხვდებით. ეს ციხეც იყო და საცხოვრისიც. მართალია დღემდე ცოტა რამ შემორჩა მტრისა და დროის ძალისხმევით ძველი დიდების, მაგრამ ნანგრევების, კედლების, კოშკების და მორღვეული გალავნის მიხედვით ჩანს რომ კარგად ნაგები და ძლიერი ნაგებობა იყო. ციცაბო ფერდობების წყალობით ციხე თითქმის მიუდგომელია. მშრალი წყობით ნაგები კედლები კი დღესაც იწვევენ მნახველის აღტაცებას. დიკლო ყველაზე განაპირა სოფელი იყო, ხოლო ციხე, თავისი სტრატეგიული მდებარეობით მშვენივრად ართმევდა თავდ ხეობის გუშაგის როლს. სწორედ ამ ხეობით იყო შესაძლებელი დაღესტანთან ურთიერთობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არც თუ კეთილმეზობლური იყო.
• თუშეთის ვიზიტორთა ცენტრი.
• დართლო - დავათვალიერებთ სოფელ დართლოს, დართლოს ციხე-კოშკს, XIX საუკუნის ეკლესიის ნანგრევებს, დართლოს სასაფლაოზე მდებარე ორ აკლდამას და ძველ უხუცესთა საბჭოს. XVIII ს-ის ბოლოს მთავარი ბჭე-მოსამართლის (თავბჭე) სავარძელი ეკავა ცნობილი თუში სახალხო გმირის დევდრის ანთას სიბრძნითა და გონიერებით გამორჩეულ ასულს. დიახ, ასულს. ძველ თუშეთში დიდი პატივით სარგებლობდა გამჭრიახი და გონიერი ქალბატონი.
• კვავლო - კლდოვან მთის კალთაზე გაშენებული სოფელი კვავლო და ნახავთ პირამიდის ფორმის სახურავიან კოშკს.
• ფარსმა - სოფელ ფარსმაში ნახავთ ციხე-სახლებს და წმ.გიორგის ხატის კომპლექსს და წმ. თევდორეს ხატს.
სოფელი ბოჭორნა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2345მ-ზე და არის ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელი.
• სოფელი დოჭუ, შუა საუკუნეების არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც კულტურული მემკვიდეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
• სოფელი ჯვარბოსელი
• ზემო ომალოს ციხეები, თუშეთში ომალოს ისტორიული უბანი — კესელო წარმოადგენს ციხე-სოფელს. დღესდღეობით შემორჩენილია 7 კოშკი. სოფელში ორი სალოცავი ნიშაა და ლუდის სახარში შენობა, კესელოს ერთ-ერთ კოშკში არის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია თუშური საყოფაცხოვრებო ინვენტარი და საბრძოლო იარაღები.
• დაბრუნება თბილისში.
ტურის განმავლობაში ვიმგზავრებთ დელიკით ან ჯიპით. მოგემსახურებიან თუში, გამოცდილი მძღოლები, რომელთაც მრავალ წლიანი გამოცდილება აქვთ თუშეთის გზაზე.
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
420
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა აგვისტოში თუ გაქვთ დაგეგმილი ტური, რა რიცხვებში? ჩვენ ვართ 2 ადამიანი