
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
აბულის ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძანთან ახლოს, პატარა აბულის მთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2670 მეტრზე. ძეგლი ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება. იგი ციკლოპური ციხეა, ნაგებია მშრალი წყობით, დაუმუშავებელი ქვებით, წყობაში გვხვდება ძალიან დიდი ზომის ქვებიც. აბულის ციხე ძალიან წააგავს შაორის სიმაგრეს - ერთგვარია ბუნებრივი პირობები, მშენებლობის ტექნიკა, გადაუხურავი ტალანები და მისასვლელები, თუმცა აბულის სიმაგრე მაინც გამორჩეულია. იგი ერთი უპირველესი ცენტრთაგანი უნდა იყის უძველესი დროიდან. ნაგებობა გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა. პატარა აბულის სამხრეთი კალთა, რომელზეც ციხე მდებარეობს, მორენებითაა დაფარული. ბუნებრივი პირობებით უსარგებლიათ სიმაგრის აშენებისას და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. შორიდან ეს სამალავები ფაქტობრივად შეუმჩნეველია, რადგან საერთო ქვიანი მასებისგან არ განირჩევა. ცენტრალური ნაგებობა შედგება გალავნის, შიდა-ციხისა და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან. ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები. კედლების სიმაღლე 5 მეტრამდეა, სიგანე კი ზოგან 3 მეტრს აღწევს. დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა - მომრგვალებული. ციხე გამაგრებულია კონტრფორსებით. შესასვლელი ორია - სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ციხის შიგნით კედლებსა და ბურჯებზე მიშენებულია 40-მდე სადგომი, ზოგან ორ-სამ სართულად. აღმოსავლეთით ტერასებად დაშვებული სამალავები და გალავნის შიგნითა სათავსები გვხვდება, როგორც წრიული, ასევე სწორკუთხა გეგმარების. სადგომებს გადახურვა შემდეგნაირია: ვერტიკალური კედლიდან თანდათან, ცენტრისკენ საფეხურებად გადმოწეული ბრტყელი ფილები იძლევიან ხის დარბაზების მსგავს გვირგვინს. დიდი ოთახების სახურავები ყველგან ჩაქცეულია. აბულის ციხის სამხრეთით, ქედზე წყარო გამოდის, რაც ციხე-კომპლექსის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებდა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაSalome S
Salome S
28 თებერვალი, 2021
გამარჯობა, აბულის ციხემდე სამანქანო გზა მიდის?
გამარჯობა, აბულის ციხემდე სამანქანო გზა მიდის? თუ არა, რა მანძილია ფეხით გასავლელი? მადლობა