![variant (1)](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/variant-2-2.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ახალდაბის ციხე, იგივე თამარის ციხე, მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბის ცენტრში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მთის წვერზე. ადგილმდებარეობა მართლაც შესანიშნავი აქვს, ციხიდან იშლება ხედი მთელს ახალდაბაზე და მასზე გამავალ სტრატეგიულ გზებზე. ესაა მიზეზი სწორედ ციხის მდიდარი ისტორიისა.
ახალდაბის ციხე განლაგებულია შერეული ტყით დაფარულ მთის თავზე. ტყის გარკვეული ნაწილი ფიჭვნარის ზოლს უკავია, რომელიც განსაკუთრებით მომხიბვლელია თვალისთვის. მანძილი ახალდაბიდან ციხემდე საკმაოდ მცირეა, დაახლოებით 1,5 კმ. რამდენიმე ბილიკი მიუყვება ტყეში მთის წვერისკენ, თუმცა საბოლოო წერტილი ყველა ბილიკს ერთი აქვს, ციხე. ბილიკი საკმაოდ მარტივია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ასვლა. საშუალოდ საჭიროა მაქსიმუმ 30 წთ ციხემდე მისაღწევად. ბილიკიც ლამაზი და სასიამოვნოა. ციხიდან თვალწარმტაცი ხედი იშლება მთელს ხეობაზე 360 გრადუსით. ციხეზე დგას ჯვარი და ფრიალებს ქართული სიმბოლო, სახელმწიფო დროშა.
მანძილი დედაქალაქიდან ახალდაბამდე 144 კმ, საშუალოდ მანქანით დაგჭირდებათ 2 სთ.
ახალდაბიდან ციხემდე მანძილი 1,5 კმ-ია, საშუალოდ დაგჭირდებათ ნახევარი საათი ფეხით.
ახალდაბა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც „მცირე ქალაქი“, ზოგიერთი ისტორიკოსი მას „მიკრო ქვეყანა“-საც კი უწოდებს. მართლაც, თუ დავაკვირდებით დაბა ახალდაბაში დღესდღეობით რამდენიმე ათეული ისტორიული ძეგლია. აქედან გამომდინარე ცხადია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი უნდა ყოფილიყო ახალდაბა. ციხეს ისტორიკოსები აღწერენ, როგორც „დიდნაშენი და მაგარი“, დიდი საცხოვრებელი ფართობითა და სამეურნეო ნაგებობებით, ხაროებითა და წყლის აუზით. როგორც გათხრების დროს, მრავალჯერ წააწყდნენ, წყალი ციხეს ნეძვურას ხეობიდან მიეწოდებოდა თიხის მილებით. ახალდაბის ციხის აგების დრო უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ციხე აიგო IX-X საუკუნეებში, მაშინ როდესაც ნეძვის ხეობაში მოღვაწეობდნენ წმინდა ბერები, წმინდა გრიგორ ხანძთელი და მისი მოწაფეები - თეოდორე და ქრისტეფორე. ახალდაბის ციხის სახელი ასევე მრავალ ისტორიულ წყაროებში სხვადასხვა დროს იკვეთება. ახალდაბას ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრადაც მოიხსენიებენ, სადაც გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები. ციხე მრავალ ბრძოლაში მნიშნელოვან როლს ასრულებდა და ამ ტერიტორიას ხშირად არათუ მტრები, არამედ ქართველი მეფეებიც ეცილებოდნენ ერთმანეთს.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა