
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ახატანის ნათლისმცემელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში მდებარეობს. კომპლექსი ორ ეკლესიას მოიცავს, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია XIII საუკუნით თარიღდება, მცირე ეკლესია კი - XVI-XVIII საუკუნეებით. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. შესასვლელი ორია - სამხრეთითა და ჩრდილოეთით, ორივე მათგანის თავზე ნახევარწრიული ტიმპანია. ჩრდილოეთ შესასვლელის წინ კამარით გადახურული პატარა კარიბჭეა. აფსიდს თითქმის მთელ სიგრძეზე ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. კრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული. ეკლესიას ოთხი თაღოვანი სარკმელი ანათებს - აღმოსავლეთის, დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის. ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა, ფრესკები დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. მოხატულობა ტაძრის თანადროულია. საკურთხევლის კონქში ვედრებაა გამოსახული, ქვემოთ - ეკლესიის მამები, სარკმლის წირთხლებზე ორი დიაკვნის გამოსახულებაა. ნავის სამხრეთ კედელზე, ზედა რეგისტრის აღმოსავლეთ ნაწილში იოანე ნათლისმცემლის შობაა წარმოდგენილი, მის ქვემოთ - ორი წმინდა მეომარი. ამავე კედლის დასავლეთით ნაწილში, მეორე და მესამე რეგისტრების მთელ სიმაღლეზე ქტიტორის ფიგურაა. დასავლეთ კედლის მხატვრობა ორ რეგისტრიანია. ზედა რეგისტრში იერუსალიმში შესვლის სცენაა, ქვედა რეგისტრში სალკეული გამოსახულებები და ერთი სცენაა მოცემული. დასავლეთ კედელზე გვხვდება ასევე ტაძრის ერთადერთი ასომთავრული წარწერა - “წ-აი ზოსიმენ”. ფასადები სადაა, ერთადერთი დეკორატიული ელემენტი აგურის წყობით გამოყვანილი რელიეფური ჯვარია დასავლეთის ფასადის ფრონტონზე. ფასადებს საფეხუროვანი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია დაუმუშავებელი ქვიშაქვითა და ქართული აგურით.
მცირე ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც სწორკუთხედშია მოქცეული. დარბაზი გადახურულია კამარით. გრძივი კედლები დაუნაწევრებელია. შესასვლელი ერთია - ჩრდილოეთიდან. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ეკლესია აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის თითო სწორკუთხა სარკმლით ნათდება. საკურთხეველში კედელზე მიშენებული ტრაპეზია. აფისიდის სამხრეთ ნახევარში მცირე სწორკუთხა ნიშია. ინტერიერშიც და ფასადებზეც ბათქაშის კვალია. ტაძარი სრულიად მოურთველია. ეკლესია ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა