დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ახმეტის ღვთაების ეკლესია ახმეტის ღვთაების ეკლესია ახმეტის ღვთაების ეკლესია ახმეტის ღვთაების ეკლესია ახმეტის ღვთაების ეკლესია ახმეტის ღვთაების ეკლესია ახმეტის ღვთაების ეკლესია ახმეტის ღვთაების ეკლესია ახმეტის ღვთაების ეკლესია ახმეტის ღვთაების ეკლესია ახმეტის ღვთაების ეკლესია ახმეტის ღვთაების ეკლესია DSC_0389 ახმეტის ღვთაების ეკლესია ახმეტის ღვთაების ეკლესია

ახმეტის ღვთაების ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ახმეტის ღვთაების ეკლესია კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში მდებარეობს. იგი VI საუკუნით თარიღდება. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, რომელსაც დასავლეთიდან მინაშენი ეკვრის. მთავარი ნავი, გვერდითა ნავებთა შედარებით, უფრო განიერი და მაღალია და აღმოსავლეთით არასრული ნახევარწრის მოხაზულობის აფსიდით სრულდება. აფსიდი წესიერი ფორმის კონქით იყო გადახურული, რომლის ზემოთ, კამარამდე, მაღალი შუბლი ადიოდა. აფსიდში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მთავარი ნავი სამხრეთის ნავისგან კედლითაა გამიჯნული და კარით უკავშირდება. ნაგებობის კედლები ყრუ თაღებითაა დანაწევრებული. გრძივ კედლებზე სამ-სამი ორსაფეხურიანი თაღია, დასავლეთ კედელზე კი - ერთსაფეხურიანი ორი თაღი. ჩრდილოეთ კედლის ორ თაღში ჩრდილოეთ ნავთან დამაკავშირებელი თითო ფართო და დაბალი თაღია. დასავლეთ კედლის თაღში დასავლეთ მინაშენთან დამაკავშირებელი, შიგნიდან თაღოვანი და გარედან სწორკხუთხა კარია გაჭრილი. ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში გრძელი, სწორკუთხა სამკვეთლოა გამოყოფილი. მის აღმოსავლეთ კედელში ვიწრო სარკმელია. სარკმლის ქვემოთ კედელზე მიშენებული ტრაპეზის ნაშთია შემორჩენილი. სამკვეთლო ჩრდილოეთ ნავს კარით უკავშირდება, რომელიც სამკვეთლოს მხრიდან თაღოვანია, ნავის მხრიდან კი - არქიტრავული. სამკვეთლო მთვარ ნავსაც უკავშირდებოდა, მაგრამ მოგვიანებით კარი ამოუქოლავთ და ნიშად უქცევიათ. ჩრდილოეთ ნავის დანარჩენი ნაწილი ერთიანი, უსარკმლო კორიდორია, რომელიც გადახურულია ნახევარწრიული კამარით. სამხრეთ ნავი განივი თაღებით სამ ნაწილადაა გაყოფილი. შუა ნაწილი ნახევარწრიული კამარით იყო გადახურული, გვერდითა კვადრატული ნაწილები კი გუმბათოვანი კამარებითაა გადახურული. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა განხორციელებულია კუთხეებში ირიბად დაწყობილი და ერთმანეთის მიმართ გადმოშვერილი სამ-სამი თხელი ქვით. დასავლეთ კვადრატის კამარაში ტოლმკლავა, რელიეფური ჯვარია გამოსახული. აღმოსავლეთ კვადრატის აღმოსავლეთ კედელში შირიმით მოპირკეთებული ვიწრო სარკმლის ძირია შემორჩენილი. დასავლეთ კვადრატიდან დასავლეთით თაღოვანი კარია. ნავის სამხრეთ კედელში რვაწახნაგოვან ბოძზე დაყრდნობილი ორმალიანი თაღოვანი შესასვლელი იყო მოწყობილი. დასავლეთის მინაშენი გეგმით სწორკუთხაა. მას ორი თაღოვანი შესასვლელი ჰქონია - სამხრეთითა და ჩრდილოეთით. მოგვიანებით ორივე შესასვლელი ამოუშენებიათ და მათ ნაცვლად თითო პატარა სარკმელი გაუკეთებიათ. მინაშენი ცილინდრული კამარითაა გადახურული. ეკლესიის კედლები მოზრდილი ზომის რიყის ქვითაა ნაწყობი, კუთხეებში გამოყენებულია შირიმის თლილი ქვები. აღმოსავლეთ ფასადის ცენტრალური სარკმელი შემაღლებული რელიეფური, ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი თაღითაა დეკორირებული. აქა-იქ შემორჩენილია შირიმის მთლიანი ქვისგან გამოკვეთილი სამსაფეხურიანი ლავგარდნის და ერთსაფეხურიანი, კბილანებით დამუშავებული ლავგარდნის ფრაგმენტები. ტაძარს ჩრდილოეთიდან რიყის ქვით ნაშენი ნაგებობა აქვს მიშენებული, რომლისგანაც შემორჩენილია: დასავლეთ კედელი, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნახევარი და აღმოსავლეთ კედლის ნაშთი.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ახმეტის ღვთაების ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!