
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ახმეტის სამების ეკლესია მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. მდებარეობს ქალაქის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, უტოს უბნის თავზე, სასაფლაოსთან ახლოს, მთის ფერდობის გავაკებულ ტერიტორიაზე.
კომპლექსში შედის სამების ეკლესია, ეგვტერი, მცირე ეკლესია, ორი სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევი და გალავანი. სამების ეკლესია IX-X საუკუნეებს განეკუთვნება, ეგვტერი - XIV-XV საუკუნეებს, ხოლო მცირე ეკლესია, სწორკუთხა ნაგებობები და გალავანი - XVII-XVIII საუკუნეებს.
XVI-XVII საუკუნეებში ეკლესია მოუხატავთ. მოხატულობა ხალხურ ძეგლთა ჯგუფს განეკუთვნება. მხატვრობის დაზიანებული ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთ კედელზე.
დასავლეთ კედელზე, ზემოთ, სარკმლის სამხრეთით, მოცემულია დატირების კომპოზიცია თავისებური რედაქციით. განირჩევა ჯვრის ფრაგმენტი, მჯდომარე ღვთისმშობელი, რომელსაც მუხლებზე თვალღია ქრისტე ჰყავს. ამ ჯგუფის უკან მოხუცის გამოსახულება შეიმჩნევა. სარკმლის თავზე ჭადრაკული ორნამენტია. წირთხლებზე - ტალღისებრი ხაზები. ქვემოთ, კედლის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, წმინდანის სახე გაირჩევა. ამავე კედელზე, შესასვლელის ტიმპანზე, მთავარანგელოზის წელზედა ფიგურაა. მისი სახის ძირითადი ღია ვარდისფერი ტონი მუქი ვარდისფერი ხაზებითაა დამუშავებული. მთავარანგელოზის სამოსი დაფარულია ტალღისებრი თეთრი ხაზებით. კოლორიტი ნათელია. გამოყენებულია ყვითელი, მოწითალო-ყავისფერი, ღია ვარდისფერი, თეთრი, ლურჯი ფერები.
კომპლექსის წერტილი აღებულია ზედხედით, ცდომილება შეიძლება იყოს 5-10 მეტრი. ის მდებარეობს სასაფლაოზე, უკიდურეს მარცხენა მხარეს მცირე ფერდზე. გუგლ მაპზე წერტილი ამ მომენტისთვის არასწორია და სამების კომპლექსის წერტილი დასმულია წმ. ბარბარეს ეკლესიის ადგილზე.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა