დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

ახტალის მონასტერი

ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი ახტალის მონასტერი

ახტალის მონასტერის შესახებ

ახტალის მონასტერი მდებარეობს სომხეთის რესპუბლიკაში, ლორეს პროვინციაში, ქალაქ ახტალაში.

მისი ისტორია იწყება X ს-ში. კომპლექსი შედგება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისგან, დარბაზული ეკლესიისგან, ორსართულიანი სასახლისგან, ციხე-გალავნისა და გალავანში ჩაშენებული სამრეკლოსგან. ასევე სხვა სამეურნეო ნაგებობებისაგან.

ახტალა – საეპისკოპოსო კათედრა, რომლის დაფუძნება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. მას სწორედ აქ დაუარსებია აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც ქვემო ქართლის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სასულიერო კერად ასწლეულების მანძილზე რჩებოდა.

მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა. თუმცა, მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920–იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.

მისი აღმავლობის ხანა XIII საუკუნის დასაწყისია, როდესაც თამარ მეფის თანადგომითა და საქართველოს სამეფო კარის დიდმოხელეთა – ივანე მხარგრძელისა და მისი ძის, ავაგის ღვაწლით, მონასტრის ახალი აღმშენებლობის ეტაპი იწყება (ორივე – როგორც ივანე, ისე ავაგი, კომპლექსის მთავარი ეკლესიის სამხრეთ–დასავლეთ ეკვდერშია დაკრძალული). სწორედ მხარგრძელთა გვარის საქტიტორო მოღვაწეობას უკავშირდება მონასტრის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი, რომლებიც XIII-XIV საუკუნეებშია აგებული.

კომპლექსის მთავარი ეკლესია XIII საუკუნის ოციან წლებში აიგო. ტიპოლოგიურად (გეგმა, პროპორციები, ინტერიერის გადაწყვეტა, ფასადების დეკორაციული მორთულობის პრინციპი) იგი ქართული ჯვარ–გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ძეგლთა იმ რიგში დგას, რომელიც XI საუკუნიდან მოყოლებული XVIII საუკუნის ჩათვლით გვხვდება. ამასთან, ცალკეული არქიტექტურული თავისებურებები ახტალის მონასტრის მთავარ ტაძარს უკავშირებს XII-XIII საუკუნეების მიჯნის გუმბათიან ეკლესიათა ჯგუფს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი).

ახტალაში ქართულიდან სომხურად ითარგმნებოდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ქართული წარწერები, რომლებიც მრავლადაა მონასტრისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე, ცხადყოფს მონასტრის ინტენსიურ ცხოვრებას.

ბოლო ხანების კვლევის საფუძველზე გაჩნდა მოსაზრება, რომ ე.წ. „უცნობი მონასტრის ტიპიკონი“, რომელმაც ჩვენამდე ფრაგმენტული სახით მოაღწია, ახტალის მონასტერს ეკუთვნოდა. ახტალის ეკლესიის მოხატულობა მაღალპროფესიული ოსტატების მიერ შექმნილი ანსამბლია, რომელიც დღესაც, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებებისა, შთამბეჭდავია თავისი მასშტაბებითა და მხატვრული გადაწყვეტით. მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამაში საგანგებოდაა წინწამოწეული საქართველოს ეკლესიის წმინდანთა თემა; გამოსახულნი არიან: წმინდა ნინო, წმინდა იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და ევაგრე; აგრეთვე, წმინდა ევფთვიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმინდა ილარიონ ქართველი.

XIII-XIV საუკუნეებში ახტალა მცხეთის საპატარიარქოს ქვემდებარე „დიდი სომხითის მიტროპოლიტის“ კათედრა გახდა. მონასტრის განახლების კიდევ ერთი ეტაპი XVIII საუკუნის მიწურულია, როდესაც მეფე ერეკლე II-მ, ომარ ხანის შემოსევის შემდეგ, სპილენძითა და ვერცხლით მდიდარ ამ ადგილში ბერძნები ჩამოასახლა, სამთამადნო წარმოების კვლავ ასაღორძინებლად. მანვე ახტალაში აღადგანა დიდი ხნის წინ გაუქმებული საეპისკოპოსო კათედრა და დასვა პირველ ეპისკოპოსად სოფრონი ბერძენი (ეპარქიას მართავდა 1777-1794 წლებში). მოდევნო ეპისკოპოსები იყვნენ: ვარლამი (ქსნის ერისთავის ძე, შემდგომში საქართველოს ეგზარქოსი) და იოაკიმე ბერძენი (ეპარქიას მართავდა 1802-1828 წწ.).

საქართველოში სამეფო ხელისუფლების გაუქმებისა და რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ, 1802 წლიდან ახტალა კავკასიაში არსებული ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიების ცენტრი გახდა. მონასტერი XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში ადგილობირივი მმართველების – თავად მელიქიშვილების განსასვენებელი იყო. აქ იკრძალებოდნენ სხვა ქართული წარჩინებული გვარების წარმომადგენლებიც. მდებარეობდა ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ციხესიმაგრე #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ახტალის მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!