დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი ალვანის ნათლისმცემელი

ალვანის ნათლისმცემელის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ალვანის ნათლისმცემელი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ალვანში მდებარეობს. ძეგლი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი საფუძვლიანად შეუკეთებიათ XVI საუკუნის I ნახევარში, ამავე პერიოდს მიეკუთვნება ეკლესიის მოხატულობაც. ნაგებობა სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. მთავარი ნავი, გვერდითა ნავებთან შედარებით, უფრო განიერი და მაღალია. შიდა სივრცე ორი წყვილი ბურჯითა და მათზე გადაყვანილი ნახევარწრიული თაღებითაა დაყოფილი. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია აგურის კანკელით. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა დამხმარე სათავსია. ნავები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. იატაკი კვადრატული აგურითაა მოგებული. შიდა სივრცე სუსტად ნათდება მცირე ზომის სარკმლებით. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. მხატვრობა პოსტბიზანტიური ნაკადის ერთ-ერთი ნიმუშია, ლევან მეფის ბრძანებით მოხატული სხვა ტაძრების მსგავსად. ფიგურები პროპორციული და მოცულობითია, დამუშავება კი - საკმაოდ ფერწერული. კედლებზე წარმოდგენილია სახარებისეული სცენები, ასევე წმინდანთა და საერო პირთა ცალკეული გამოსახულებები. კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, მთავარანგელოზებთან ერთად, საკურთხევლის მეორე რეგისტრში წარმოდგენილია პურითა და ღვინით ზიარების სცენა, მესამე რეგისტრში ეკლესიის მამათა ფიგურებია. შუა ნავის ზედა ნაწილში - ათორმეტ დღესასწაულთა ციკლი. ეკლესიის დასავლეთ კედელზე გამოსახულია წმინდა ნინო, იმპერატორი კონსტანტინე და მისი დედა - ელენეს, ქტიტორები, რომელთა შორის ერთ-ერთი ლევან კახთა მეფე უნდა იყოს. ტაძარს სამხრეთიდან ორსართულიანი სამრეკლო ეკვრის, რომლის პირველი სართული კარიბჭეს წარმოადგენს. მეორე სართული რვაწახნაგაა, ყოველ წახნაგში თითო მაღალი შეისრულთაღიანი ღიობი იყო, დღეისათვის ამ ღიობების ნაწილი ამოშენებულია. მეორე სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით. ეკლესია ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, სამრეკლო კი თითქმის მთლიანად აგურითაა ნაგები. ტაძრის სამხრეთით სწორკუთხა გეგმის მქონე ერთსართულიანი შენობის კედელია შემორჩენილი, დასავლეთით – მარნის ნაშთი და რამდენიმე ქვევრი. კომპლექსს ნატეხი ქვით ნაგები წრიული გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომლისგანაც მხოლოდ მცირე ნაშთებია შემორჩენილი.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ალვანის ნათლისმცემელი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!