
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ალვანის სამების ეკლესია მდებარეობს კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ალვანის სასაფლაოს ტერიტორიაზე.
ეკლესია აგებულია მეთექვსმეტე საუკუნეში.
ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია (13.8x13მ); მისი ქვედა ნაწილი აგურითა და უსწორმასწორო ფორმის ქვის ფილებითაა ნაშენი. საბჯენი თაღები, კამარები, გარეთა კუთხეები, შესასვლელები, სარკმლები, დეკორატ. ჯვრები ფასადებზე და გუმბათის ყელი -აგურისაა. შესასვლელი დას-ით და სამხრ.-ით აქვს. ორივე კარი სწორკუთხაა. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე გუმბათია აღმართული, რომელიც ისრული ფორმის აფრების მეშვეობით ოთხ ისრულ თაღს ეყრდნობა. აფსიდში აგურის ტრაპეზი დგას. საკურთხევლის იატაკი ორი საფეხურით შემაღლებულია. საკურთხევლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა. გუმბათის ყელი სიმაღლეში ლილვით გამიჯნულ ორ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. ქვედა, უფრო მაღალი ნაწილი რვაწახნაგაა, ხოლო ზედა ცილინდრული. წახნაგოვანი ნაწილის წიბოებს, მთელ სიმაღლეზე, ლეკალური აგურით ნაწყობი განიერი ლილვი აუყვება. ყელი დასრულებულია აგურით ნაწყობი მარტივი პროფილის დაბალი ლავგარდნით. ეკლესიის დას. ფრონტონზე დაშენებულია გეგმით კვადრ, ოთხივე მხარეს ვიწრო თაღებით გახსნილი და თუნუქის პირამიდული სახურავით გადახურული პატარა სამრეკლო. ეკლესია გადახურულია ღარიანი კრამიტით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა