
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ალვანის ცხრაკარას სასახლე მდებარეობს კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, შემაღლებულ ადგილზე.
ალვანის ცხრაკარას სასახლე აგებულია XVI საუკუნეში, კახთა მეფე ლევანის მიერ, სასახლესთან ახლოში არის VIII-IX საუკუნეების ალვანის ნათლისმცემლის ეკლესია, სადაც ლევან კახთა მეფის დაზიანებული ფრესკაა შემორჩენილი, ეკლესია მეთექვსმეტე საუკუნეში მთლიანად მოახატინა მეფე ლევანმა.
სასახლე გეგმით აღმოსავლეთ დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედია (27 მ * 11.6 მ-ზე), ნაგებია კვადრატული აგურით (22 სმ * 22სმ * 5 სმ; 24 სმ * 24 სმ* 5 სმ); კედლების ქვედა ნაწილი და საძირკველი რიყისა და ნატეხი ქვისაა. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია კერძოდ: ჩამოშლილია კედლების ზედა ნაწილები (შემორჩენილი სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრი) და სახურავი, დანგრეულია ჩრდილოეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, აყრილია იატაკი.
სასახლე ერთი ვრცელი დარბაზისაგან შედგება. მის სამხრეთ კედელში, რომელიც ალაზნის ველს გადაჰყურებს, გაჭრილია ექვსი ფართო და მაღალი ისრულთაღოვანი სარკმელი (სიმაღლე - 3 მეტრი, სიგანე - 2.4 მეტრი) რომლებიც იატაკის დონიდან იწყება. ჩრდილოეთ კედელშიც ექვსი სარკმელია, მაგრამ ბევრად უფრო ვიწრო ვიდრე სამხრეთ სარკმლები. შიგნით მათ სწორკუთხა მოხაზულობა ჰქონიათ (შემორჩენილია ხის გადახურვის კვალი), გარედან კი ისრული თაღით ყოფილან გადახურული. განივი კედლები უსარკმლოა აქ მხოლოდ ორ-ორი განჯინაა.
გარედან სასახლე სრულიად სადაა. სამხრეთ ფასადზე ექვსივე სარკმელი მოქცეულია კედლის შეღრმავებულ არეში. სასახლე საზაფხულო, საზეიმო, სააუდიენციო ნაგებობა ყოფილა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა