დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ანანურის კვირიკეს მონასტერი ანანურის კვირიკეს მონასტერი ანანურის კვირიკეს მონასტერი ანანურის კვირიკეს მონასტერი ანანურის კვირიკეს მონასტერი ანანურის კვირიკეს მონასტერი ანანურის კვირიკეს მონასტერი ანანურის კვირიკეს მონასტერი ანანურის კვირიკეს მონასტერი ანანურის კვირიკეს მონასტერი ანანურის კვირიკეს მონასტერი ანანურის კვირიკეს მონასტერი ანანურის კვირიკეს მონასტერი

ანანურის კვირიკეს მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

კვირიკეს მონასტერი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანანურის დასავლეთით 2 კმ–ში, ტყეში, მთის წვერზე.

კვირიკეს კომპლექსის მთავარი ნაგებობა სამეკლესიანი ბაზილიკა IX-X სს-ით თარიღდება. მისი ამჟამინდელი სახე მრავალგზის გადაკეთების შედეგად არის ჩამოყალიბებული. დღესდღეობით, ახლო-მახლო მცხოვრები მოსახლეობა ამ ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს.

სამეკლესიანი ბაზილიკა კომპლექსის მდებარეობს. შენობის გეგმის სწორკუთხედში სამი ეკლესია და დასავლეთის გარსშემოსასვლელია მოქცეული. შუა ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს.

ჩრდილოეთ ეკლესიაც უაფსიდოა. ჩრდილოეთის მხრიდან მას თაღოვანი შემოსასვლელი ჰქონია, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. გვერდის ეკლესიებში დასავლეთის გარსშემოსასვლელი მთელ სიგრძეზეა გახსნილი და განათებულია დასავლეთის კედელში მოწყობილი სწორკუთხა სარკმლით. ჩრდილოეთის ეკლესიას აღმოსავლეთიდან სწორკუთხა სადგომი — სამკვეთლო ეკვრის, რომელიც მთავარ ეკლესიას სწორკუთხა კარით უკავშირდება. მოგვიანებით, სამკვეთლოს განახლების დროს, მის აღმ. კედელში კარი გაჭრეს და იგი ეკლესიაზე აღმ-იდან მიშენებულ ორსართულიან ნაგებობას დაუკავშირეს. მთავარი და გვერდის ეკლესიების კედლები ორსაფეხურიანი ტაროსებრი ლავგარდნითაა დასრულებული, ხოლო სახურავი ფიქალისაა.

ქართველ მკვლევარს, თინათინ ვირსალაძეს XX ს-ის 50-იან წლებში აღუწერია ამ მონასტრის ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები, რომელიც დაათარიღა XIV საუკუნით. ძლიერი დაზიანებების მიუხედავად, კვირიკეს მონასტრის ფრესკულ ფრაგმენტებში აშკარად შეინიშნება „პალეოლოგოსური“ ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ხატწერის მანერა.

ორსართულიანი ნაგებობა, რომელიც გვიანდელი შუასაუკუნეებით თარიღდება, ბაზილიკის აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთ ნაწილზეა მიშენებული, ნაგებია ნატეხი ქვით. პირველ სართულზე შემოსასვლელი კარი სამკვეთლოდანაა, მეორეზე — სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, მისადგმელი კიბით. კარი სწორკუთხაა. მეორე სართულზე აღმოსავლეთით სწორკუთხა სარკმელია. შენობას ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს. კედლებზე ლავგარდნის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

სამლოცველო კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დგას, ნაგებია ნატეხი ქვით. იგი ძლიერაა დაზიანებული: შემორჩენილია ჩრდილოეთ კედლის ქვედა ნაწილი, ნახევარწრიული აფსიდის ნაწილი სარკმლის დონემდე და დასავლეთ კედლის ფრაგმენტი. ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ნიშის კვალი ჩანს.

გალავანი ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია ფრაგმენტები (მაქს. სიმაღლე 5-6 მ, სისქე - 1,2 მ). დასავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო შესასვლელი. კომპლექსის ტერიტორიაზე ნატეხი ქვით ნაშენი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობის ნანგრევებია.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ანანურის კვირიკეს მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!