დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
არადეთის ციხე და საბაწმინდის კომპლექსი არადეთის ციხე და საბაწმინდის კომპლექსი არადეთის ციხე და საბაწმინდის კომპლექსი არადეთის ციხე და საბაწმინდის კომპლექსი არადეთის ციხე და საბაწმინდის კომპლექსი არადეთის ციხე და საბაწმინდის კომპლექსი არადეთის ციხე და საბაწმინდის კომპლექსი არადეთის ციხე და საბაწმინდის კომპლექსი არადეთის ციხე და საბაწმინდის კომპლექსი არადეთის ციხე და საბაწმინდის კომპლექსი

არადეთის ციხე და საბაწმინდის კომპლექსის შესახებ

არადეთის ციხე-დარბაზი მდებარეობს შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ არადეთში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, მდინარე ფრონის მარჯვენა სანაპიროზე. ციხე აგებულია XVII საუკუნის შუა წლებში.

1960 წელს ჩატარდა აღმოსავლეთ კოშკის კონსერვაცია. კომპლექსი ძლიერი ფეოდალების (სავარაუდოა სამხრეთ საქართველოდან გადმოსახლებული იშხნელების) რეზიდენცია იყო.

ციხე-დარბაზის კომპლექსში შედის: გალავანი, წმ. საბას ეკლესია და სასახლე.

გალავანი გეგმით კვადრატს უახლოვდება (დაახლოებით 40 X 40 მ). შემორჩენილია აღმოსავლეთ კედელი ოთხი კოშკით და გალავნის 50 მ სიგრძის მონაკვეთი (კედლების სისქე 1,2 მ) სამხრეთით. სამხრეთ კუთხეში მდგარი ცილინდრული კოშკი ოთხსართულიანია. ქვედა სამი სართული საბრძოლო და საცხოვრებელია, ხოლო IV სართული - საბრძოლო ბანი. შესასვლელები ეზოდანაა, I და II სართულზე, ცალ-ცალკე. ბუხარი მხოლოდ II სართულზეა. ნისკარტა სალოდეები და ერთი საზარბაზნე ბანის კედლებშია განლაგებული. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დგას თითო ცილინდრული და ოთხკუთხა კოშკი. ისინი ეკლესიის კედლებშია ჩართული. ცილინდრული კოშკის ნახევარი ჩამონგრეულია. მისი პირველი ორი სართულის კედლები ყრუა. II სართულზე მხოლოდ ერთი კარია, რომელიც ოთხკუთხა კოშკში გადის. III და IV სართულის შემორჩენილ კედლებში სათოფურებია.

ოთხკუთხა კოშკი ოთხსართულიანი იყო. I სართულის კარიდან შეიძლება მოხვედრა II სართულზე და გვერდით მდგარ ცილინდრულ კოშკშიც. II სართულის კარი შვერილ აივანზე გადის. კოშკების ზედა სართულების კედლებში ბუხრები და სათოფურებია დატანებული. გალავნის აღმოსავლეთ კედლის ცენტრში ერთი ნახევარცილინდრული კოშკიც მდგარა (გალავნის გარეთ გადიოდა). შემორჩენილი 4-5 მეტრი სიმაღლის კედლები ყრუა. სავარაუდოა, რომ ასეთივე კოშკები გალავნის სხვა კედლებშიც იყო.

წმ. საბას ეკლესია დგას ციხე-დარბაზის კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ეკლესიის სამხრეთ ფასადის ასომთავრული წარწერის თანახმად, ეკლესია აგებულია 1666 წელს დადიანის ასულის დედოფალ მარიამის დაკვეთით.

ეკლესია დარბაზულია (9,35 X 5 მ), ნაგებია ცუდად დამუშავებული სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის კვადრებით, ზოგან რიყის ქვაც არის გამოყენებული. გარედან სწორკუთხა, ხოლო შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთშია. ნალისებურ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია, რომელსაც შიგნით რთული ლეკალური თაღი აქვს. აფსიდის სარკმლის გვერდებზე სწორკუთხა ნიშებია, ხოლო ქვემოთ, კედელთან სატრაპეზო ქვა დგას. დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. სამხრეთის სარკმელი სწორკუთხაა, დასავლეთისა - თაღოვანი. ეკლესიის გრძივი კედლები წყვილი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. კამარა გვერდებზე ამოზნექილია, შუაში კი ცილინდრულია. ინტერიერი მოხატული ყოფილა. კედლები ამჟამად შეთეთრებულია. კამარის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია ქრისტეს გამოსახულება. ნაგებობა გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით.

სასახლის ნანგრევები შემორჩენილია გალავანთან, ეკლესიის ახლოს.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #არქიტექტურა #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა #კოშკი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე არადეთის ციხე და საბაწმინდის კომპლექსი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!