
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
არადეთის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ არადეთში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. 1970-იანი წლების ბოლოს ნაგებობა მთლიანად იქნა აღდგენილი.
ეკლესია დარბაზულია ნაგებია მოყვითალო ფერის ნატეხი ქვით. ეკლესიისათვის მოგვიანებით სამხრეთით და დასავლეთით მიუშენებიათ გარშემოსავლელი, ხოლო აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კუთხეში ოთხკუთხა სათავსი (სამკვეთლო), რომლის აღმოსავლეთის კედელში ერთი მცირე სარკმელია. ეკლესიას ნატეხი ქვის ფილით გადახურული სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშია. აფსიდის იატაკი რამდენიმე საფეხურითაა ამაღლებული. დასავლეთით ერთი სარკმელია, სამხრეთით — ორი. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით. პილასტრების შუა საფეხურს ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა, ხოლო გვერდით საფეხურს — კედლის დეკორატიული თაღები. ყოველ თაღში კიდევ ჩაწერილია კონსოლზე დაყრდნობილი ორმაგი ნახევარწრიული დეკორატიული თაღედი. შემორჩენილია გვიანდელი მოხატულობის კვალი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა