
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
არყისციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისში მდებარე ციხეა. იგი ადრე შუასაუკუნეებით თარიღდება. ციხე ბორბოლისხევის მაღალ, კლდოვან ნაპირზე დგას. აქ სიმაგრის აშენებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან აქ გადადიოდა გზა ბორბოლისხევით ფოცხოვისა და არტაანისკენ. არყის ციხესთან გაიმართა ბრძოლა მეფე ბაგრატ IV-სა და ლიპარიტ კლდეკარის ერისთავს შორის. XII საუკუნიდან, ახალციხის დაწინაურების შემდეგ, არყისციხემ თანდათან დაკარგა თავისი მნიშვნელობა. თურქების მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ არყის ციხე ახალციხის ლივაში შედიოდა. ციხის გალავანს არაწესიერი ფორმა აქვს, რაც რელიეფის თავისებურებითაა განპირობებული. მას 600-700 მ² ფართობი უჭირავს. გალავნის კედლები, გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეზე შემორჩენილი პერანგშემოცლილი მცირე ნაშთისა, თითქმის სრულიად განადგურებულია. ციხეს ერთი კოშკი ჰქონია, რომელიც 1,5-2 მეტრის სიმაღლის კედლებითაა მოღწეული. ციხის ეზოში სამი დიდი ზომის სამეურნეო ხარო ყოფილა. ქვემო ტერასაზე ციხის მდ. ბორბოლასთან დამაკავშირებელი გვირაბი შეიმჩნევა, რომლის დასავლეთითაც მარანი ყოფილა გამართული. ნაგებობას თარაზულად დაწყობილი დიდრონი ქვათლილების პერანგი ჰქონია.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა