
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
არტოზანის მაყაშვილების ციხე-დარბაზის კომპლექსი II მდებარეობს კახეთის მხარის, თელავის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სოფელ რუისპირის ტერიტორიაზე, ნასოფლარ არტოზანში.
ციხე აგებულია ნასოფლარ არტოზანის ტერიტორიაზე, მდ. თურდოს მარცხენა ნაპირზე, ფლატის პირას, ველზე. გეგმით კვადრატს მიახლოებული ოთხკუთხედია (40x45 მ).
კომპლექსში შედის სასახლე, კარის ეკლესია, მარანი, ორი საცხოვრებელი. ნაგებობა და გალავანი, თარიღდება XVIII საუკუნეების შუა ხანებით. ეკლესია უფრო ადრე დაახლოებით XVIII საუკუნის I ნახევარში, უნდა იყოს აგებული. გალავნის ოთხივე კუთხეში კოშკებია ჩართული. დასავლეთის კოშკები წრიულია, აღმოსავლეთის კოშკები კი - ოთხკუთხა. ციხეში შესასვლელი ორი იყო: ცენტრალური, საურმე - ჩრდილოეთ კედელში, ხოლო მცირე კარი - სამხრეთის კედელში. კარის ღიობები აგურითაა გამოყვანილი. გალავანი ორ იარუსიანია.
ეკლესია მცირე ზომისაა, იატაკი მოგებულია ექვსგვერდა, ანგობით დაფარული აგურით ეკლესიაში ერთ-ერთი მაყაშვილის საფლავია, თარიღით — 1765 წელი. ის, რომ ეკლესიას სარკმელი ჩრდილოეთით, ციხის გარეთკენ აქვს გაჭრილი და არ გააჩნია სათოფურები, იმის დამადასტურებელია, რომ იგი ციხემდე იყო აგებული. ეკლესიის ფასადები რიყის ქვითაა ნაგები კუთხეები და მორთულობის ელემენტები გამოყვანილია აგურით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა