
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ატენის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (იგივე ორბელიანების ეკლესია) შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი ატენის ცენტრში მდბარეობს. ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, რომელიც გეგმაში მარტივ, თანაბარმკლავიან ჯვარს წარმოადგენს, VII – IX საუკუნებით თარიღდბა. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, ფასადებზე გამოყენებულია მწვანე ტუფის ქვაც. ყოველ მკლავში თითო სარკმელია, რვაწახნაგა გუმბათის ყელში - ოთხი. საკურთხევლის ფანჯარა თლილ ქვაში ამოიკვეთილი ნალისებრი თაღით სრულდება. გუმბათის ყელის სიგანე, ჯვრის მკლავებთან შედარებით, ერთნახევარჯერ მეტია, რაც გუმბათქვეშა სივრცის ზრდას განაპირობებს. გუმბათქვეშა კვადრატის გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების ორი რიგით. გუმბათი გადახურულია კარგად გამოყვანილი ქვის ლორფინებით. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. კარის დეკორირებულ ტიმპანში და ნიშებში მოგვიანებით მომწვანო ქვები ჩაუსვამთ, რომლებზეც წარწერებია ამოკვეთილი, თუმცა დაზიანების გამო მათი წაკითხვა შეუძლებელია. დასავლეთის კარის ტიმპანზე რელიეფური კომპოზიციაა გამოსახული და ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა: "ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებისა აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიერებრ რატ ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისაი რომელმან აღაშენა ესე სახლი ღმთისაი და ბჭეი ცათაი წმიდაი ეკლესიაი, სალოცველად სულისა მათისა". აღნიშნული წარწერის მიხედვით საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X საუკუნეში განაახლა ეკლესია და თავისი თავი აღმშენებლად გამოაცხადა. X საუკუნეში მოუპირკეთებიათ გუმბათის ყელიც მომწვანო ტუფით. სამხრეთის კარის არქიტრავზე მოთავსებული მხედრული წარწერის თანახმად დასავლეთის მინაშენი მღვდელ დავით დავიდოვს აუგია 1870 წელს.
ატენის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი ატენის ცენტრში მდბარეობს, გორიდან 11 კმ-ის დაშორებით. სოფელ ატენში მიდის სამანქანო გზა.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა