![Bateti Lake, Dzama Gorge, ტბა Озеро Батети](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/dji-03127-1-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ატენის ციხე შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, მდ. ტანას მარცხენა ნაპირზე, სოფელ ატენთან, მაღალი მთის ქიმზე დგას. ციხეს ერთ მხარეს საცივისხევი ჩამოუდის, მეორე მხარეს კი - აბანოსხევი. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება და ნაგებია ნატეხი ქვით. ნაგებობა ძირითადად ორი მონაკვეთისგან შედგება. ჩრდილოეთის მონაკვეთი შედარებით პატარაა, დიდი და მთავარი მონაკვეთი სამხრეთით მდებარეობს. გალავანი ბურჯებითაა გამაგრებული. გალავნის შიგნით მეციხოვნეთა სადგომები, წყალსაცავი და სხვა ნაგებობებია განთავსებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ციხე დიდი ზომის არ არის, თუმცა ძნელად მისადგომია. იგი შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ გზას იცავდა. 1920 წელს, მიწისძვრის დროს ძეგლი ძალიან დაზიანდა და მისი გეგმისა და მასების თავდაპირველი სახის დადგენა შეუძლებელია.
X საუკუნეში ატენის ციხე კლდეკარის ერისთავებს ეკუთვნოდათ. ცნობილია რომ რატი ერისთავმა ერთიანობისათვის მებრძოლ ბაგრატ III-ს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრა ბოლოს იძულებული გახდა, რომ ციხე მეფისათვის გადაეცა, მას შემდეგ ციხე ქართველ მეფეთა საკუთრება იყო. ატენის ციხე ძლიერი და მიუდგომელი ციხე ყოფილა, მისი აუღებლობის შესახებ წერდნენ მემატიანეებიც. XVI საუკუნის დასაწყისში ქართლის მეფე დავით X-ს დიდი ჯარით არაერთხელ დაესხა თავს კახეთის მეფე ავ-გიორგი. ერთხელ მან დავითი ატენის ციხეში მიიმწყვდია. ხანგრძლივი ბრძოლის მიუხედავად ავ-გიორგის ციხის აღება ვერ მოუხერხებია და უკან გაბრუნებულა. ატენის ციხეს საუკუნეების განმავლობაში მრავალი ბრძოლა და შემოტევა გადაუტანია. გამანადგურებელი დარტყმა კი მან XVII საუკუნის ოცდაათიან წლებში მიიღო, როცა ქართლის მეფე როსტომმა აიღო და დაანგრია იგი მეფე თეიმურაზის მომხრე აჯანყებულებთან, კერძოდ კი ნოდარ ციციშვილთან ბრძოლისას. ამის შემდეგ ციხეს დიდი მეპატრონე აღარც ჰყოლია. მომდევნო საუკუნეებში იგი კვლავ იხსენიება, თუმცა თვალსაჩინო ციხე უკვე აღარაა.
ატენის ციხე შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენთან მდებარებს, გორიდან 12 კმ-ის დაშორებით. სოფელში მიდის სამანქანო გზა. ასფალტი დაზიანებულია, მისვლა შესაძლებელია სედანით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...
თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა