
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
აწყურის თეთრი გიორგის ეკლესია კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს ეკლესიას, სამრეკლოს, გალავანსა და დამხმარე ნაგებობებს. ეკლესია და გალავანი X-XIII საუკუნეებით თარიღდება (გუმბათი XVI საუკუნისაა), სამრეკლო - XVI საუკუნით, დამხმარე ნაგებობები - XIX-XX საუკუნეებით. ეკლესია თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია - დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელსა და დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთ კედელში. აღმოსავლეთის მკლავი არასრული ნახევარწრის მოხაზულობის აფსიდით სრულდება. აფსიდის წინ საკმაოდ ღრმა ბემაა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა ბრტყელი აფრების საშუალებით ხორციელდება. აფსიდის ღერძზე და ბემის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია, თაღოვანი სარკმლებია გაჭრილი დანარჩენ მკლავებშიც. გუმბათი რვასარკმლიანია. ჯვრის მკლავები გადახურულია ცილინდრული კამარებით, რომლებიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. პილასტრები, სადა, პროფილირებული კაპიტელებით სრულდება. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია, XX საუკუნეში ნაწილობრივ მოუხატავთ. შეთეთრებული იყო ტაძრის ფასადებიც, თუმცა ამჟამად გაწმენდილია. ფასადები სადაა და თაროს, ლილვისა და შეზნექილი ზედაპირისგან შედგენილი ლავგარდნით სრულდება. დასავლეთის შესასვლელს გვიანდელი დეკორი აქვს. სარკმლებს ლილვოვანი მოჩარჩოებითაა შემკული. ფასადები მოპირკეთებულია თლილი შირიმის კვადრებით. გუმბათი მთლიანად აგურისაა და შემკულია სიბრტყის შეწევით მიღებული რომბებით, წრეებითა და თაღებით. გალავნის ჩრდილოეთ კედელზე აგურით ნაგები, სამსართულიანი სამრეკლოა მიდგმული. ნაგებობას თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვს. ქვედა ორი სართული გეგმაში სწორკუთხაა, მესამე სართული კი გუმბათოვანი კამარით დასრულებული მაღალი ფანჩატურია. კომპლექსს რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები წრიული გალავანი აქვს შემოვლებული, გალავნის შესასვლელი დასავლეთიდანაა მოწყობილი.




გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა