
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ავრანლოს სტელა მდებარეობს თრიალეთში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს ტერიტორიაზე. მდებარეობს მდ. ქციას მარცხენა ნაპირზე, ელენე ბალაბანოვას საკარმიდამო ნაკვეთში. სტელაზე დაშენებულია მცირე ზომის სამლოცველი, რომელიც აიგო XX საუკუნის ბოლოს ცალკე მდგომ ხელიან სტელაზე. გარდა ხელისა სტელაზე ამოკვეთილია ჯვარი და ასომთავრული წარწერა. სამლოცველო აგებულია დაუმუშავებელი ქვის კვადრებით და შელესილ-შეღებილია. გადახურულია თუნუქით, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს.
ქვის სტელა, ზედ ხელის, ჯვრის გამოსახულებით და ქართული ასომთავრული წარწერით აღმოაჩინეს ბალაბანოვების ოჯახმა თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთში წმინდა ნინოს გამოცხადებით, რომელმაც დაავალა მითითებული ადგილის გათხრა. ამ აღმოჩენის შემდეგ აიგო მომცრო სამლოცველო ისეთი, როგორიც მიეთითათ ხილვით წმინდა ნინოს მიერ.
ქვის სტელა გამოკვეთილი უნდა იყოს XII-XIII სს-ში, სავარაუდოდ ლაშა-გიორგის მეფობისას. სტელაზე მოხსენიებულნი არიან ვახტანგის ძისწული და ვარდანის ძე.
სტელაზე გამოსახული ხელის მტევანი წარმოადგენდა ერთგვარ იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც ასევე გახლდათ ძალაუფლების სიმბოლოს.
სტელის სანახავად უმჯობესია ზაფხულის პერიოდი, რადგან სახლის მეპატრონეს სამლოცველო დაკეტილი აქვს. მარტივად მისაგნებად ალბომში მოცემულია სახლისა და სახლის უკან მდებარე სამლოცველოს ფოტოები
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა