დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ბათუმის დრამატული თეატრი

5 (1)
ბათუმის დრამატული თეატრი - Batumi Drama Theater ბათუმის დრამატული თეატრი - Batumi Drama Theater ბათუმის დრამატული თეატრი - Batumi Drama Theater ბათუმის დრამატული თეატრი - Batumi Drama Theater

ბათუმის დრამატული თეატრის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - დრამატული თეატრი აჭარაში, ქალაქ ბათუმში. თეატრი 480 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფუნქციონირებს საქართველოს სახალხო არტისტის გაიოზ (კუკური) გოგიბერიძის სახელობის მუზეუმი. მუზეუმში დაცულია თეატრის შემოქმედებითი საქმიანობის ამსახველი ექსპონატები, საარქივო მასალები, ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, თეატრში მოღვაწე პერსონალის პირადი საქმეები, სარეპეტიციო და წარმოდგენების დღიურები, სპექტაკლების პროგრამები, აფიშები, ბუკლეტები და ალბომები.


ისტორია

თეატრალური ხელოვნება ბათუმში თავისი არსებობის 125 წელზე მეტს ითვლის, თუმცა მისი ფესვები უფრო შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. 

ბათუმში პირველი ქართული წარმოდგენა 1879 წლის 8 (20) ივლისს ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა გამართეს. ამით საფუძველი ჩაეყარა ქართულ თეატრს აჭარაში. თეატრის პირველი შენობა 1884 წელს ააგეს, იგი იტევდა 450-მდე მაყურებელს.

1912 წლის 28 აგვისტოს მსახიობთა კრებამ დააფუძნა მსახიობთა ამხანაგობა. რეჟისორად არჩეულ იქნა შალვა დადიანი. „მოგზაურთა დასმა“ პირველი წარმოდგენა ბათუმში გამართა 15 სექტემბერს, შმაევსკის თეატრში.1913 წელს ბათუმში დაარსდა დრამატული საზოგადოება. დრამატული საზოგადოების გამგეობამ შეადგინა პროფესიონალთა დასი, რომელსაც რეჟისორობდა შალვა დადიანი. ბათუმის დრამატული დასის შემადგენლობაში შედიოდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მსახიობები.

1921 წელს ბათუმის თეატრს „აკადემიურის“ წოდება მიენიჭა. 

1937 წლის 18 მარტს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ახალი თეატრი, რომლის დასი შედგებოდა რუსთაველის თეატრის დრამატულ სტუდიაში გამოზრდილი ახალგაზრდებისაგან. 30-40-იანი წლების სათეატრო სეზონები ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და საინტერესეო იყო. თეატრმა განახორციელა მრავალი დადგმა.

1952 წლის 19 მარტს ბათუმში გაიხსნა თეატრის ახალი შენობა, რომელიც არქიტექტორ ი. ტეპლიცკის პროექტით აშენდა. 1959 წელს ბათუმის თეატრს მიენიჭა ილია ჭავჭავაძის სახელი.

მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები ქართულ თეატრში. ასპარეზზე გამოდის ნიჭიერი ახალგაზრდობა. თბილისის თეატრების მსგავსად, დგება ბათუმის თეატრის განახლების პერიოდი. 60-70-იან წლებში ბათუმის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი ივსება ახალგაზრდა რეჟისორებითა და მსახიობებით, რომლებმაც შემდგომში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბათუმის თეატრალური ხელოვნების განვითარებაში.

80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ- პოლიტიკური ცვლილებები აისახა მთლიანად ქართულ და მათ შორის ბათუმის თეატრზე. არასტაბილურმა ვითარებამ ზეგავლენა იქონია თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკაზე, მის ესთეტიკაზე.

2005 წლიდან თეატრის სამხატვრო კონსულტანტად რობერტ სტურუა, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი თავაძე (რობერტ სტურუას მოსწავლე) დაინიშნა. რობერტ სტურუას მიერ დადგმული დ. კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირი“ თეატრის განახლების საფუძვლად იქცა.

2014 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად საშუალო თაობის გამორჩეული რეჟისორი ანდრო ენუქიძე დაინიშნა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა შემოქმედებითი ატმოსფერო, განაახლა რეპერტუარი, თეატრი მაყურებელს რეგულარულად სთავაზობს საპრემიერო წარმოდგენებს.

თეატრი რეგულარულად მართავს საგასტროლი ტურნეებს როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მონაწილეობს პრესტიჟულ ფესტივალებსა და თეატრალურ ფორუმებში. შემოქმედებითი წარმატებებისათვის თეატრის არაერთი შემოქმედი დაჯილდოვდა ფესტივალებისა და კონკურსების პრესტიჟული ჯილდოებით.

2015-2018 წლებში განხორციელდა თეატრის ისტორიული შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. ამჟამად თეატრში ფუნქციონირებს "დიდი სცენა", "ექსპერიმენტული სცენა" და "ახალი სცენა". თეატრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკური საშუალებებით.

თეგები: #თეატრი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები აჭარაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Giorgi Ciebasvili
Giorgi Ciebasvili

რა ღირს დრამატული თეატრი?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალ,ებით, დრამატული თეატრის ბილეთის ფასი არის ხოლმე სხვადასხვა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წარმოდგენა იმართება.

mikheil gabaidze
mikheil gabaidze

თვის აფიშას შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშNულ ბმულზე https://bit.ly/3EfxHbz

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდეთ თეატრის სალაროს ნომერზე ☎ 0422 27 31 80 | 577 980 826

დამატებითი ინფორმაციისათვის: 577 980 858 | 558 170 601 | 555 366 399

mikheil gabaidze
mikheil gabaidze

როგორც იცით ბათმის თეატრს არქვს სამი სივრცე "დიდი სცენა", "მცირე სცენა" და "ექსპერიმენტული სცენა". სხვადასხვა სივრცეში გვაქვს განსხვავებული ფასები, ასევე ბილეთის ფასები სხვაობას ქმნის ადგილები და საპრემიერო ჩვენებები.

1 შეფასება
5
Giorgi Ciebasvili

მაგარია

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბათუმის დრამატული თეატრი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 422 270****