
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ბათუმის შუქურა აჭარაში, ქალაქ ბათუმში მდებარეობს. პირველი შუქურა აქ 1863 წელს აიგო, იგი თუჯის სვეტს წარმოადგენდა, რომელზეც დიოპტრიული ნათურა იყო დამონტაჟებული. 1882 წელს კი ძველი ნაგებობა ფრანგმა კონსტრუქტორებმა გადააკეთეს, მათ ქვის რვაწახნაგოვანი ფორმის შუქურა ააგეს და მის ზედა ნაწილზე ცილინდრული ფორმის მცირე კოშკი აღმართეს, სადაც სანათი მოწყობილობა განთავსდა. იგი 150 წელზე მეტია შავ ზღვაში შემოსულ გემებს მიართულებას აძლევს, მისი ნათება 14 საზღვაო მილს აღწევს. შუქურის ნაგებობაში ასევე განთავსებულია ჰიდროგრაფიული სამსახური, სადაც სინოპტიკოსები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ და აკვირდებიან მეტეო პირობებს. ბათუმის შუქურა თავისი დროის საინჟინრო ხელოვნების პროგრესულ ნიმუშს ნარმოადგენს და იგი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. შუქურასთან მდებარეობს ეშმაკის ბორბალიც, საიდანაც ქალაქისა და უკიდეგანო ზღვის საოცრად შთამბეჭდავი ხედებით დატკბებით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა