
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ბედიანის ვარდისჭალის წმინდა გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანში მდებარეობს. იგი დარბაზულ ეკლესიას წარმოადგენს, სამხრეთითა და დასავლეთით მინაშენებით. ეკლესიას ეტყობა გვიანდელი გადაკეთების კვალი. ტაძრის კედლებში ალაგ-ალაგ გვხვდება სხვადასხვა არქიტექტურული დეტალი, რომლებიც აშკარად გადაადგილებულია. ეკლესიას დასავლეთითა და აღმოსავლეთით სარკმლები აქვს. დასავლეთის სარკმელი უფრო დიდი ზომის ყოფილა და მოგვიანებით ამოუშენებიათ. აღმოსავლეთის სარკმლის თავზე გადაკეცილკიდეებიანი თავსართი და ჯვრის რელიეფია განთავსებული. სარკმელი აქვს მინაშენსაც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამხრეთის მინაშენს თაღოვანი შესასვლელი აქვს, თავად ეკლესიას კი არქიტრავული. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკთან შედარებით ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა